საფრანგეთი ფულის დაზოგვის მიზნით აღდგომის ორშაბათის დღესასწაულს გააუქმებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ. ფოტო: открытые источники

საფრანგეთის მთავრობა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ორი სახელმწიფო დღესასწაულის - აღდგომის ორშაბათისა და 8 მაისის (ევროპის გამარჯვების დღე) გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Les Echos იტყობინება.

პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მიერ მეწარმეებისა და მუშაკთა ასოციაციებისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, ამ ღონისძიებიდან მიღებული შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უკვე 2026 წელს 4.2 მილიარდ ევროს უნდა შეადგენდეს.

ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ ფრანგები ევროპელ კოლეგებზე ნაკლებს მუშაობენ. მაგალითად მოჰყავთ გერმანია, სადაც სრული განაკვეთით დასაქმებულები წელიწადში 1790 საათს მუშაობენ, საფრანგეთში მსგავს პოზიციებზე კი - 1673 საათს.

მინისტრთა კაბინეტი კომპრომისებისთვის მზადაა: თუ ამ დღესასწაულების გაუქმებას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება, მთავრობა სხვა დასვენების დღეების გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს.

ადრე მჟკ-მა დაწერა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის ანტიქრისტიანული ქვეყნების სიაში პირველ ადგილზეა.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.