მელ გიბსონი ფილმის „აღდგომა“ გადაღებას იწყებს

მელ გიბსონი. ფოტო: credo

რეჟისორმა, პროდიუსერმა და მსახიობმა მელ გიბსონმა ოფიციალურად დაიწყო „ქრისტეს აღდგომის“ გადაღება, რომელიც 2004 წელს გამოვიდა „ქრისტეს ვნების“ გაგრძელებაა. ამის შესახებ 1 აგვისტოს რომში კინოსტუდია „ჩინეჩიტას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მანუელა კაჩამანიმ, გაზეთ „ილ სოლე 24 ორეს“-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაცია მალევე დაადასტურეს ავტორიტეტულმა წყაროებმა, მათ შორის Deadline-მა, Variety-მ, The Jerusalem Post-მა და Catholic News Agency-მ, იუწყება ვებგვერდი „კრედო“.

კაჩამანის თქმით, გადაღებების ძირითადი ნაწილი ცნობილ რომაულ კინოსტუდია Cinecittà გაიმართება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო მე-20 საუკუნის უდიდესი ბიბლიური და ისტორიული ფილმების შექმნით. გადამღები ჯგუფი ასევე იმოგზაურებს იტალიის სამხრეთით - ქალაქებში: მატერა, ჯინოზა, გრავინა ლატერცა და ალტამურა, რომლებიც მაყურებლისთვის უკვე ნაცნობია „ქრისტეს ვნების“ თვალწარმტაცი სცენებიდან.

ამგვარად, კინოსტუდია აღნიშნავს, რომ „აღდგომა“ არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ სულიერი დაბრუნება იქნება სახარებისეული ნარატივის ფესვებთან.

ახალ ფილმში ძირითად მსახიობებს დატოვებენ. ჯიმ კევიზელი კვლავ შეასრულებს იესო ქრისტეს როლს, მაია მორგენშტერნი - წმინდა ღვთისმშობლის როლს, ხოლო ფრანჩესკო დე ვიტო დაუბრუნდება მოციქულ პეტრეს როლს.

ბოლო ორი ათწლეულის გათვალისწინებით, გიბსონი გეგმავს თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკული ტექნოლოგიების გამოყენებას მსახიობების გასაახალგაზრდავებლად, რამაც უნდა უზრუნველყოს ვიზუალური უწყვეტობა 2004 წლის ფილმთან.

რეჟისორის თქმით, „აღდგომა“ არ იქნება იმდენად ,,ვნების’’ მოვლენების ქრონოლოგიური გაგრძელება, რამდენადაც ღრმა რეფლექსია მათ მეტაფიზიკურ და თეოლოგიურ მნიშვნელობაზე.

ფილმი შეეხება ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლის, სიბნელის ძალებთან სულიერი ბრძოლის, ანგელოზების დაცემის და აღდგომის საიდუმლო საიდუმლოს დაფარული, უხილავი მხარის თემებს. „ეს არ არის მხოლოდ ნარატივი, არამედ მცდელობა, კინოს ენით გადმოვცეთ სულიერი სამყაროს იდუმალი რეალობა, რომელიც ჩვენთვის წმინდა წერილსა და ეკლესიის ტრადიციაშია გამჟღავნებული“, - გადმოგვცემს მედია მელის სიტყვებს.

სცენარი შვიდი წლის განმავლობაში მუშავდებოდა „მამაცი გულის“ ავტორ რენდალ უოლესთან და რეჟისორის ძმასთან, კრის გიბსონთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტი ხორციელდება Icon Productions-თან და Lionsgate-თან თანამშრომლობით, რომლებიც ასევე უზრუნველყოფენ საერთაშორისო დისტრიბუციას. ასეთი კომპანიების მხარდაჭერა მიუთითებს სერიოზულ მოლოდინებსა და რეჟისორის ხედვისადმი ნდობაზე.

მრავალი წლის წინ გიბსონმა თქვა, რომ „აღდგომა“ იქნებოდა „მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი“.

როგორც მჟკ იტყობინება, ივნისში მელ გიბსონი ათონის მთაზე ჰილანდარის მონასტერს ეწვია.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.