Მიტ. ონუფრე : მათ, ვინც ძალადობა ჩაიდინა ბუჩაში, ანათემას გადავცემ
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ ბუჩაში დაღუპულთათვის ილოცებს. ამის შესახებ უმე-ის საინფორმაციო დეპარტამენტი იტყობინება.
„დღევანდელი ამბებიდან შევიტყვე, რაც მოხდა ბუჩაში. საშინელებაა. მწუხარებამ ამივსო გული. ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა, მე ვაძლევ ღვთის სამსჯავროს, რომლისგანაც ვერავინ დაიმალება. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ახლობლებს, ვლოცულობ ძალადობის შედეგად დაღუპულთათვის და ვთხოვ უფალს, რომ უფალმა მიიღოს მათი სულები მართალთა სახლში“, - განაცხადა უმე-ის წინამძღვარმა.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტ ონუფრეს თქმით, ნებისმიერი ბოროტება შეიძლება დაიძლიოს კეთილი სიტყვით, ლოცვით და სიყვარულით.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.