ფანარიოტების განცხადებით არ აღიარებენ ფილარეტის აღსრულებულ საიდუმლოებებს

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ავსტრალიის საეპისკოპოსომ გამოაცხადა ქვეყანაში უმე(კ)-ს სამრევლოების "ანექსია", უმე(კ)-ს  "არქიმანდრიტის" ნექტარიოს ალექსანდრატოსის საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი არ აღიარებენ ფილარეტის მიერ აღსრულებულ საიდუმლოებებს. ინფორმაციას Vema ავრცელებს.

„ავსტრალიის წმინდა საეპისკოპოსოს კანონიკურ საზღვრებში შედის უკრაინული თემები, რომლებიც ბოლო დრომდე ეკუთვნოდნენ ეგრეთ წოდებულ და კანონიკურად არასოდეს აღიარებულ „კიევის საპატრიარქოს“, - აცხადებენ საეპისკოპოსოში.

„კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ის არ არსებობს და ფილარეტი, როგორც თვითგამოცხადებული „პატრიარქი“, არ არის აღიარებული არც ერთი კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ და არც, რა თქმა უნდა, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ. მაშასადამე, მისი ადმინისტრაციული აქტები და ზიარებები, რომლებსაც აღასრულებს, ბათილია და არ არსებობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგივე ეხება ნექტარიოს ალექსანდრატოსს, რომელიც სასულიერო პირის როლს ასრულებს“, - ამბობს წყარო.

„ავსტრალიელი მორწმუნეების ყურადღებას ვაპყრობთ იმაზე, რომ ეს ადამიანი არ არის ჭეშმარიტი მღვდელი, ამიტომ მის მიერ „აღსრულებულ საიდუმლოებებს“ არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს. ვევედრებით ზემოხსენებულ მოძღვარს, შეწყვიტოს მღვდლების წმიდა კვართის ტარება, ღვთის ხალხის მოტყუება და ეკლესიისგან შენდობა და ღვთის წყალობა ითხოვოს“, - მოუწოდებენ ფანარის იერარქები ავსტრალიაში.

მთავარეპისკოპოსის განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავად ნექტარიოს ალექსანდრატოსი გამოეხმაურა.

„ჩვენ კატეგორიულად ვაპროტესტებთ, რომ პატრიარქი ფილარეტი არის „არაკანონიკური“. 2018 წლის მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს განცხადება ძალიან მკაფიო და ამომწურავია: უკრაინის ეკლესია და იერარქი ფილარეტი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ავსტრალიაში, მსოფლიო პატრიარქისა და სინოდის ბრძანებულებით კანონიკურია“, - წერს ალექსანდრატოსი.

მას ასევე აინტერესებს, რატომ უწოდებენ ფანარიოტები უმე(კ)-ს-ის წევრებს არაკანონიკურს: „არქიეპისკოპოსო მაკარი, თქვენ აცხადებთ, რომ ჩვენგან და კიევის საპატრიარქოსგან აღსრულებული საიდუმლოებები არაკანონიკურია და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გარკვევით აცხადებს, რომ „ უკრაინის ეკლესიას მიესალმება საბერძნეთი და ყველა სასულიერო პირი“! მაშ, უნდა გენდოთ თქვენ, მთავარეპისკოპოსო მაკარიუს, თუ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს?”

მანამდე მჟკ-მ განაცხადა, რომ უმე(კ) მოიცავდა ფანარის სქიზმატურ თემებს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.