ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ტრანსგენდერები ღვთის ხატად არიან შექმნილნი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერ ადამიანებს „ღვთის ხატად შექმნილნი“ უწოდა. ამის შესახებ მან ამერიკელებთან მიმართვისას განაცხადა ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მთელ მსოფლიოში 31 მარტს აღინიშნება.

„ყველას, ვინც აღნიშნავს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პრეზიდენტი გხედავთ. ჯილი (აშშ-ს პირველი ლედი, - რედ. შენ), კამალა, დუგი და მთელი ჩემი ადმინისტრაცია გხედავთ თქვენ ისეთებს, როგორიც ხართ - შექმნილი ღვთის ხატად და ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერას იმსახურებთ“, - თქვა ბაიდენმა.

კამალა ჰარისი, რომლის შესახებაც ბაიდენი საუბრობს, არის შტატების ვიცე პრეზიდენტი, დუგლას ემჰოფი კი მისი ქმარი. სწორედ ეს ადამიანები, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მასთან ერთად "მხურვალედ უჭერენ მხარს ყველა ტრანსგენდერის უფლებებს".

მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბირთვული ნარჩენების განთავსება შეერთებულ შტატებში დაევალა „ ლგბტ პირს“.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.