ავსტრიულ-ანალიტიკური ცენტრი ზელენსკის მიერ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის შესახებ წერს
ზელენსკი ვერხოვნა რადაში. ფოტო: abcps.eu/Analytics
ავსტრიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა ABC Political Studies გამოაქვეყნა სტატია უკრაინაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ, სადაც ახსენა ხელისუფლების მიერ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის შესახებ.
„უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უზარმაზარი ორგანიზაციაა, რომელსაც ხელისუფლების მიერ ათწლეულის დევნის შემდეგაც კი მილიონობით მორწმუნე ჰყავს - როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზელენსკიმ ეკლესიის წინამძღვარს, მიტროპოლიტ ონოფრეს, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სანქციები დააწესა და ვადიმ ნოვინსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. ბევრი იერარქი და მღვდელი ციხეში აღმოჩნდა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯ.დ. ვენსის ჩარევამაც კი არ უშველა“, - ნათქვამია ანალიტიკოსების სტატიაში.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 2019 წელს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეთა თითქმის 95%-მა ზელენსკის მისცა ხმა, რადგან მას პოროშენკოს ალტერნატივად მიიჩნევდნენ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს ექსპერტმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელისუფლების „ინსტრუქციები“ რეალურად რეპრესიებად იქცევა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.