უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი უმე-ის აკრძალვის შესახებ
2022 წლის 22 მარტს No7204 კანონპროექტი „უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ“ უმაღლეს რადაში შევიდა.
შესაბამისი განცხადება უმაღლესი რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტის ავტორია ოქსანა სავჩუკი, უზენაესი რადას დეპუტატი პარტიიდან ,,სვობოდა’’ რომელიც პარტიის ამჟამინდელი მოწვევის ერთადერთი დეპუტატია. იგი აირჩიეს რადას უმრავლესობის ოლქში ივანო-ფრანკოვსკის ოლქში.
პარლამენტში კანონპროექტის გავლის ეტაპების შესახებ მოხსენებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი მიღებულია და რადას ხელმძღვანელობამ „განსახილველად წარადგინა“.
კანონპროექტის ტექსტი უმაღლესი რადას ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა, დოკუმენტის შინაარსი უცნობია.
ამ კანონპროექტს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „სვობოდას“ წარმომადგენელი ოლეგ ვერესი გამოეხმაურა.
მისი თქმით, კანონპროექტის მთავარი მიზანია „აკრძალოს მოსკოვის საპატრიარქოს, ანუ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და მის შემადგენლობაში შემავალი ყველა რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობა.
მეორე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მის შემადგენლობაში შემავალი რელიგიური ორგანიზაციების მთელი საეკლესიო ქონების ნაციონალიზაცია უკრაინაში (ამ კანონის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში).
მესამე. მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიურ თემებს, მონასტრებსა და სულიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიეცეთ საშუალება შეცვალონ თავიანთი დაქვემდებარება (ამ კანონის ძალაში შესვლიდან 14 დღის ვადაში)“, - წერს ის.
„სვობოდამ მსგავსი კანონპროექტები 2005 წლიდან არაერთხელ შემოგვთავაზა. მათ ჯიუტად უგულებელყოფდნენ. იმედი მაქვს, ახლა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კანონპროექტი მაინც მიიღება. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, - დასძინა ვერესმა.
როგორც ადრე მჟკ იტყობინებოდა, ტრანსკარპათიის ხელისუფლებამ მოითხოვა უმე-ის აკრძალვა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.