ორბანი: ქრისტიანები ერთმანეთს ხოცავენ, ევროპა კი მუსლიმებით ივსება

ვიქტორ ორბანი. ფოტო: oxu.az

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკრიტიკა ევროპული ქვეყნების პოლიტიკა, რომელიც, მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე ასობით ათასი ადამიანის დაღუპვის საშუალებას იძლევა, ამავდროულად, ისლამური სამყაროდან მილიონობით მიგრანტს უღებს კარს.

„მაინტერესებს, რა აზრი აქვს ქრისტიანი ევროპული ერები ერთმანეთს ასობით ათასობით ხოცავენ რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე, მაშინ როცა კონტინენტის მეორე მხარეს სრულიად უცხო ისლამური კულტურის მილიონობით მიგრანტს ვუშვებთ? რატომ არის ეს კარგი ევროპისთვის? შეუძლია ვინმეს ამიხსნას ამის მნიშვნელობა? ეს არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ აბსოლუტურად არანორმალურია“, - იკითხა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები რეალურ ისტორიულ გამოწვევებს ვერ ამჩნევენ.

„შესაძლოა, უკრაინის კონფლიქტი ბევრისთვის ახლა მნიშვნელოვნად ჩანდეს, მაგრამ ის ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს არ განსაზღვრავს. მათი მომავალი სრულიად სხვა კითხვაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში 1400 წელია არსებობს - რომელი მიმართულებით განვითარდება ჩვენი ცივილიზაცია, ქრისტიანული თუ ისლამური?“ - ხაზგასმით აღნიშნა ორბანმა.

ადრე მჟკ-მა დაწერა, რომ ორბანის თქმით, ევროკავშირი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას და ხელს უწყობს ლგბტ თემის წინსვლას.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა

სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი „My Voice, Our Future“ საერთაშორისო თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის საკითხებს შეეხებოდა.

სირიაში წმინდა სვიმეონ მესვეტის უძველესი სვეტი აღადგინეს

მიწისძვრების შემდეგ ალეპოს ეპარქიაში უძველესი მე-5 საუკუნის მონასტრის ნანგრევები გაიწმინდა.

ათენის საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს დავით ფაცაცია სარფში შეხვდა

აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის ათენში 14-დღიანი კულტურულ-შემეცნებითი ბანაკი გაიმართა.

ბრუკლინის ქართულ სამრევლოში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

20 სექტემბერს, დღესასწაულის წინ, ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს.

„ახალი ბანას“ გუნდი საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდა

საიუბილეო ღონისძიებაზე ბავშვთა გუნდმა მუსიკალური ნომრები შეასრულა და კოლეჯს იუბილე მიულოცა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია დაკრძალვის პერიოდში, მათ შორის, თიკა რუხაძესთან კომუნიკაციის შედეგად, თავიდანვე ჰქონდათ.