უმე-ის წინამძღოლი:ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის,სიყვარულმა სძლიოს ბოროტებას

2022 წლის 20 მარტს, მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვის შემდეგ, მოუწოდა სიყვარულის გამარჯვებისკენ ბოროტებაზე, რომელიც დომინირებს ადამიანებზე, იუწყება news.church.ua.

„დღეს ვილოცეთ საღმრთო ლიტურგიაზე და ახლა აღვასრულეთ ლოცვა ჩვენს სახელმწიფოში, უკრაინაში მშვიდობისთვის. ჩვენ ვთხოვთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ვთხოვთ წმინდა მამებს ანტონს და თეოდოსს და ყველა მღვიმელს, რათა ევედრონ ღმერთს ჩვენი ცოდვების მიტევებაზე და მოგვცეს მშვიდობა“, - აღნიშნა მისმა უნეტარესმა.

მისი უნეტარესის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაწყებული მოლაპარაკებები იოლი არ არის, მაგრამ ეს პირველი ჰუმანური ნაბიჯია. 

„იოლი არ არის, მაგრამ ეს უკვე პირველი ჰუმანური ნაბიჯია, როცა ადამიანებს შორის წარმოქმნილი პრობლემების კომპეტენტური სიტყვით გადაჭრას ცდილობენ. ვისურვებდი, რომ ამ მოლაპარაკებებს კარგი გაგრძელება ჰქონდეს, მათ მიიღონ გონივრული, გაწონასწორებული გადაწყვეტილებები და სიყვარულმა დაამარცხოს ბოროტება, რომელიც დომინირებს ადამიანებზე“, - განაცხადა უმე-ის წინამძღოლმა.

"უფალმა დალოცოს ჩვენი მიწა, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ჯარი და მთელი ჩვენი უკრაინელი ხალხი", - დალოცა მისმა უნეტარესმა.

როგორც მჟკ ადრე იტყობინებოდა, მისმა უნეტარესმა ლიტურგია, ლოცვა და მსვლელობა კიევის ლავრაში ჩაატარა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.