რუსეთი მსოფლიოში პირველია, ვინც ოფიციალურად აღიარა ავღანეთის ისლამური საამირო

თალიბები ავღანეთის საელჩოს აივანზე მოსკოვში. ფოტო: Русская служба BBC News

2025 წლის 3 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა ოფიციალურად აღიაროს ავღანეთის ისლამური საამირო. მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანას ჯერ არ უღიარებია ოფიციალურად თალიბანის რეჟიმი ავღანეთში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება.

რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ე.წ. ავღანეთის ისლამური საამიროს აღიარება საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის რეკომენდაციით. ეს სახელი თალიბანის მოძრაობამ შემოიღო ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების და ახალი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის გამოცხადების შემდეგ.

რუსეთის მიერ ავღანეთის ისლამური საამიროს აღიარების შესახებ განცხადებიდან მალევე, მოსკოვში ავღანეთის საელჩოს თანამშრომლები შენობის აივანზე გავიდნენ და ამ რეჟიმის დროშა დაკიდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ოფიციალურად მიიღო რუსეთში თალიბანის ახალი ელჩის, გულ ჰასან ჰასანის, რწმუნებათა სიგელების ასლები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ თალიბანის მთავრობის ოფიციალური აღიარება „ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ბიძგს მისცემს“. ამ ეტაპზე, მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანას არ უღიარებია ქაბულის რეჟიმი ლეგიტიმურად.

მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ რუსეთის ფედერაციაში მყოფი მიგრანტების ნახევარი შარიათს სახელმწიფოს კანონებზე მაღლა აყენებს.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.