აშშ-ში მამაკაცი სატვირთო მანქანით ეკლესიაში შევარდა და ცეცხლი გახსნა
მიჩიგანის ეკლესია ტერორისტული აქტის შემდეგ. ფოტო:
აშშ-ის მიჩიგანის შტატში, 31 წლის მამაკაცმა პროტესტანტული ეკლესიის შენობაში სატვირთო მანქანით შევარდა და შემდეგ მრევლს ცეცხლი გაუხსნა. ერთი ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელი კი ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.
ინციდენტი უეინის ქალაქში, ბავშვთა საზაფხულო ბანაკებისადმი მიძღვნილი საჯარო ღონისძიების დროს მოხდა. ამ დროს შენობაში ბავშვებიანი ოჯახები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი ტერიტორიაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეიჭრა.
პირდაპირი ტრანსლაციის კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მრევლი პანიკაში გაიქცა დარბაზიდან და სკამების უკან დამალვას ცდილობდა.
პოლიციის ცნობით, მსროლელი შეიარაღებულმა ეკლესიის დაცვის თანამშრომელმა გაანეიტრალა. ერთადერთი მსხვერპლი მამაკაცი იყო, რომელმაც ფეხში ტყვია მიიღო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის პოლიციამ ტერიტორია ალყაში მოაქცია და გამოძიებას ატარებს. თავდამსხმელის მოტივები ჯერ არ არის დადგენილი. მისი ვინაობა ოფიციალურად არ გახმაურებულა.
მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ ტერორისტებმა სირიაში მართლმადიდებლურ ეკლესიაში 15 ადამიანი მოკლეს.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.