დერკაჩი: რას უპასუხებს ღმერთი მათ, ვინც იტყვის: „განა თქვენი სახელით არ განდევნეს მოსკოველები?“
მეუ-ს პუბლიცისტი ტატიანა დერკაჩი. ფოტო: скриншот Youtube «Вече»
YouTube არხ „ვეჩეს“ ეთერში რელიგიურმა პუბლიცისტმა და მეუ-ს მიმდევარმა, ტატიანა დერკაჩმა, გააკრიტიკა ჩერნოვცში განვითარებული მოვლენები.
სულიწმიდის ტაძარში ძალადობის კომენტირებისას, დერკაჩმა თანაგრძნობა გამოუცხადა „ყველა პირს, ვისაც საღი აზრი აქვს, ვისთვისაც სიტყვა „ქრისტიანობა“, ქრისტიანული ღირებულებები და ბიბლიური მცნებები ცარიელი ფრაზა არ არის“.
„მათთვის ეს ძალიან ტრაგიკული დღე იყო და ვიცი, რომ ბევრს რცხვენოდა ამ მოვლენებში მონაწილეობის გამო“, - აღნიშნა პუბლიცისტმა.
დერკაჩის თქმით, „კიევის საპატრიარქო ტომოსის მიღებით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიად არ იქცა“. მისი თქმით, მეუ-მ შეინარჩუნა „შეზღუდული ეკლესიოლოგიური ცნობიერება და ქრისტიანობა, რაც სინამდვილეში 90-იან წლებში იყო“.
„არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ მღვდლებს. მეჩვენება, რომ ხალხი არღვევს როგორც წმინდა წესრიგს, ასევე, ეკლესიის პრინვიპებს“, - აღნიშნა პუბლიცისტმა.
თავისი გამოსვლის დასასრულს, პუბლიცისტმა მოიყვანა ქრისტეს სიტყვები მათეს სახარებიდან, თანამედროვე უკრაინულ რეალობასთან ადაპტირებით:
„ყველა, ვინც მეუბნება: „უფალო! უფალო!“ არ შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო! უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს?“ - ანუ, ჩვენ ვდევნიდით მოსკოველებს - „და განა შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ და მაშინ მე ვეტყვი მათ: „არასდროს გიცნობდით; გამშორდით, უკანონობის მოქმედნო“.
მანამდე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც მეუ-ს სასულიერო პირები ჩერნოვცის უმე-ის საკათედრო ტაძარში მებრძოლებს მიჰყავდათ.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.