ტერნოპოლის რეგიონის ხელმძღვანელი:პოჩაევის ლავრა უმე-ის მორწმუნეებს ეკუთვნის

პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა პოჩაევის ლავრის ტერიტორიაზე, სადაც ახლა დიდი რაოდენობით დევნილები არიან შეფარებული, იუწყება 0352.ua.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა წინამძღოლთან, შევამოწმეთ ყველა, ვინც ახლა არის სალოცავის ტერიტორიაზე, შევამოწმეთ ყველა მრევლი დროებით საცხოვრებელში, რადგან დევნილები მრავლად არიან მონასტერში. ლავრის ირგვლივ საკონტროლო-გამშვები პუნქტებია განთავსებული, ვამოწმებთ ყველას. ზოგადად მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიასთან დაკავშირებით ყველაფერს ვამოწმებთ. ახლა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ რელიგიური დაწესებულებებიდან რამემ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს. მაგრამ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ“, - განაცხადა პოლიციის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ბოგომოლმა.
მან მოუწოდა ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია შესაძლო პროვოკაციების შესახებ, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ, ასევე შიარაღებულ მოქალაქეებზე დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას და SBU-ს.
რეგიონის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და პოჩაევის ლავრის ირგვლივ დაძაბულობის შექმნისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ ბარბაროსები არ ვართ, ჩვენ ცივილიზებულ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ არ ვართ რუსეთი, რომ ძალით რაღაც ავიღოთ. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნა ტერნოპოლის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ტრუშმა.
რაიონული საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ გოლოვკო "ცხელ თავებს" ცოტა გაგრილებისკენ მოუწოდებს.
„მოსკოვის ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხი რეალურად მოგვარებულია. მათ სხვა გზა არ აქვთ, მოსკოვს უნდა ჩამოშორდნენ და უკრაინულ მხარეს გადავიდნენ. ჩვენი პოჩაევის ლავრა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდის შენარჩუნებას“, - განაცხადა საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა.
პოჩაევის ლავრამ გახსნა ახალი საიტი დაბლოკილი საიტის შესაცვლელად.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრამ უარყო სახალხო დეპუტატების განცხადება მონასტრის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ.
წაიკითხეთ ასევე
იორდანიაში დაკრძალვის ცერემონიისას ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები ეკლესიაში მანქანით მივიდნენ, ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საბერძნეთში წმინდა ნექტარიოს ეგინელიზე ფილმს გადაიღებენ
სერიალს გადაიღებს კინოსტუდია „წმინდა მაქსიმე ბერძენი“.
დღეს იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება
გადმოცემის მიხედვით, ეს წმინდა ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მე-15 წელს თვით წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა გეთსიმანიაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხალთის ეპარქიაში წირვას აღავლენს
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ ფილიპეს მოიხსენიებს
იერუსალიმის ეკლესიის დევნის დროს სამარიაში იქადაგა ქრისტეს სჯული, სადაც მრავალი ადამიანი მოაქცია და მოინათლა.
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.