ჩერნოვცის საკათედრო ტაძრის აღების დროს, მეუ-ს მებრძოლებმა 60 ათასი გრივნა მოიპარეს

მეუ-ს ბანდიტები უმე-ის ტაძრიდან თანხას იპარავენ. ფოტო: СПЖ

2025 წლის 17 ივნისს, ჩერნოვცში, უმე-ს სულიწმინდის საკათედრო ტაძრის აღების მცდელობისას, მეუ-ს მებრძოლებმა ეკლესიის თემის საკუთრებაში არსებული 60 ათას გრივნაზე მეტი მოიპარეს. ამის შესახებ სამრევლოში წყაროებმა მჟკ-ს განუცხადეს.

სამეთვალყურეო კამერებიდან გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ბანდიტებმა უმე-ს სასულიერო პირები ეკლესიიდან სცემეს და გააძევეს, მათ ეკლესიის მაღაზიისა და საკათედრო ტაძრის საოფისე ოთახების კარების ჩამტვრევა დაიწყეს. ერთ-ერთ მათგანში ეკლესიის სალარო აპარატი ინახებოდა. კადრებში ჩანს, რომ ,,მლოცველები’’ კარების გატეხვისა და მღვდელის ცემის შემდეგ საბოლოოდ ოთახში შედიან.

მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ მეუ-ს მებრძოლებმა ტაძრის აღების დროს სასტიკად სცემეს მღვდელი რომანი; ის საავადმყოფოში მოათავსეს თავის მძიმე დაზიანებებით, ნეკნების მოტეხილობებით და შინაგანი ორგანოების სავარაუდო დაზიანებით. მეუ-ს „მლოცველებმა“ ასევე სასტიკად სცემეს მღვდელი ვიტალი გონჩარუკი. მას ცხვირი აქვს მოტეხილი და ტვინის შერყევა მიიღო. ასევე ტაძარში თავდამსხმელებმა დიაკვანი დიმიტრი ლაკუსტა სცემეს.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.