უმე-ის წინამძროლი: მოძმე ხალხებს შორის ომს გამართლება არ აქვს

უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებასთან დაკავშირებით, მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ უკრაინის მოქალაქეებს მიმართა. ამის შესახებ უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი იტყობინება.

„სამწუხაროდ, რუსეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაციები უკრაინის წინააღმდეგ და ამ საბედისწერო დროს მოგიწოდებთ, არ ჩავარდეთ პანიკაში, იყოთ გაბედულები და გამოავლინოთ სიყვარული თქვენი სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოგიწოდებთ ინტენსიური სინანულის ლოცვას უკრაინისთვის, ჩვენი ჯარისთვის და ჩვენი ხალხისთვის, გთხოვთ დაივიწყოთ ურთიერთდაპირისპირება და უთანხმოება და გაერთიანდეთ ღვთისა და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით“, - განაცხადა უმე-ის ლიდერმა.

მისმა უნეტარესმა ვლადიკამ აღნიშნა, რომ უკრაინელი და რუსი ხალხები ერთი და იგივე გუმბათის ქვეშ მონათლულნი არიან, რაც ნიშნავს, რომ ასეთ ომს გამართლება არ აქვს.

„ამ ტრაგიკულ დროს ჩვენ განსაკუთრებულ სიყვარულს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც დგანან და იცავენ ჩვენს მიწას და ჩვენს ხალხს. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ისინი!“ - განაცხადა მიტროპოლიტმა ონუფრიმ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ის წინამძღოლმა მორწმუნეებს მოუწოდა გააძლიერონ ლოცვა მშვიდობისთვის. 

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.