პაპმა გამოაცხადა მზადყოფნა, ეძიოს გამოსავალი აღდგომის აღნიშვნის ერთიანი თარიღისთვის
კერძო აუდიენცია ვატიკანში, 2025 წლის 7 ივნისი. ფოტო: Vatican Media
პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მზადაა გააგრძელოს „ეკუმენური გადაწყვეტის ძიება, რომელიც ხელს შეუწყობს უფლის აღდგომის ერთობლივ აღნიშვნას“ ქრისტიანული ეკლესიების მიერ. ეს მან ვატიკანში განაცხადა, ნიკეის კრების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ეკუმენურ სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართვისას.
მისი თქმით, ნიკეის კრება არის „კომპასი“, რომელიც მიუთითებს გზას ყველა ქრისტიანის სრული ხილული ერთიანობისკენ; ის იყო „გასაღები კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების საერთო გზის“.
„ის, რაც გვაერთიანებს, გაცილებით ძლიერია - როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად - ვიდრე ის, რაც გვყოფს“, - ციტირებს მან საერთაშორისო თეოლოგიური კომისიის დოკუმენტი და დასძენს, რომ ნიკეაში ჩამოყალიბებული რწმენის საერთო აღსარება ახალ ჰორიზონტს ხსნის დარჩენილი თეოლოგიური განსხვავებების დაძლევასა და ზიარების აღდგენაში.
პაპის თქმით, აღდგომის საერთო თარიღის დადგენა ნიკეის კრების ერთ-ერთი მიზანი იყო. მისი აზრით, ლიტურგიკულ კალენდრებში არსებული განსხვავებები „ქმნის სამწყსო სირთულეებს და ასუსტებს ქრისტეს აღდგომის მოწმობას“.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო კათოლიკური ეკლესიის მზადყოფნა, ეძიოს ეკუმენური გადაწყვეტა, რომელიც ხელს შეუწყობს უფლის აღდგომის საერთო აღნიშვნას“, - განაცხადა ვატიკანის მეთაურმა.
როგორც მჟკ წერდა, პატრიარქმა ბართლომეოსმა ადრე გამოთქვა იმედი, რომ პაპი ლეო საერთო აღდგომის მიმართ ინტერესს გამოიჩენდა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.