რმე-ს ეგზარხოსმა ისაუბრა აფრიკაში მონასტრების გახსნის გეგმებზე
აფრიკის საპატრიარქოს ეგზარქოსი, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდი (გორბაჩოვი). ფოტო : seraphim.com.ua
16 თებერვალს საპატრიარქოს აფრიკის ეგზარხოსმა, კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდმა, zoom- კონფერენციის მსვლელობისას, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის მართლმადიდებელი უნივერსიტეტის ლექტორიუმით (რმუ) "კრაპივენსკი-4", განაცხადა, რომ რმე აპირებს ორგანიზება გაუკეთოს სამონასტრო ცხოვრებას აფრიკაში და გახსნას იქ მონასტრები, იუწყება ria.ru.
"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ახალგაზრდა ადამიანები (აფრიკიდან,-რედ.) ჩამოდიოდნენ ჩვენთან მონასტრებში, აქ ჩემი კონტროლის ქვეშ, რათა შეხება ჰქონდეთ ჩვენს სამონაზვნო ტრადიციებთან. და ჩვენ დავაბრუნებთ მათ მათი მსახურების ადგილას აფრიკაში, სადაც უკვე ისინი გაუწევენ სამონასტრო ცხოვრების ორგანიზებას",- განაცხადა მიტროპოლიტმა ლეონიდმა.
მისი სიტყვებით, რამდენიმე მართლმადიდებელმა ყმაწვილმა და ქალიშვილმა აფრიკიდან სურვილი გამოთქვეს გაიარონ მორჩილება-სულიერი გამოცდა მონაზვნობის მიღებამდე.
რმე-ს ეგზარხოსმა გაიხსენა, რომ ეგვიპტე წარმოადგენს მონაზვნობის სამშობლოს, სადაც ის წარმოიქმნა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, და დაამატა, რომ ახლა რმე-ში ამზადებენ ჩამონათვალს სწავლებისათვის, და ჯერ კიდევ აკადემიური სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბერში,აფრიკელები, რომლებიც გადავიდნენ რმე-ში, ჩამოვლენ რუსეთში სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენისა და სხვა მათთვის აუცილებელი საგნების შესასწავლად .
აფრიკაში რმე-ს საეგზარხოსოს ძირითად ამოცანად მიტროპოლიტმა ლეონიდმა დაასახელა აფრიკის ადგილობრივი მკვიდრებისგან სასულიერო პირებისა და პირველ ყოვლისა ეპისკოპოსების მომზადება.
მიტროპოლიტმა ლეონიდმა გაიხსენა, რომ ალექსანდრიიის საპატრიარქოს შემადგენლობაში იყვნენ ერთეული აფრიკელი-ეპისკოპოსები, იერარქების დიდი უმრავლესობა იქ ბერძნებია. მოსკოვის საპატრიარქოში აპირებენ ყურადღება გაამახვილონ აფრიკელ სამღვდელოებაზე.
"აუცილებლად ჩავატარებთ შავკანიანი აფრიკელი ეპისკოპოსების ხელდასმას",- დაამატა რმე-ს ეგზარხოსმა.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ს ზაპოროჟიეს ეპარქიამ კლირიკებს ტანზანიაში გადასცა ხატები და შესამოსელი.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.