უმე-ს სპიკერი: არ მეშინია და არ მჯერა ომის - ეს გეოპოლიტიკური თამაშია
უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა მიმართა მრევლს, სიმშვიდისკენ და სიმტკიცისკენ მოუწოდა მათ. „დღეს სახლში მივფრინავ. ვკითხულობ, რომ ბევრი მიემგზავრება უკრაინიდან, მე კი პირიქით - უკრაინაში. უკვე აეროპორტში ვარ. არ მჯერა ომის. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური თამაშია“, - დაწერა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა თავის Facebook-გვერდზე.
უმე-ს სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ გეგმავს თავის სამუშაოს რამდენიმე კვირით ადრე და არ ითველისწინებს, რას ამბობენ და წერენ ომის შესახებ. „არ ვითვალისწინებ მთელ იმ ისტერიას, რაც მასმედიაშია ატეხილი. ვწერ ამის შესახებ, რომ იცოდეთ ჩემი გეგმები, ჩემი ცხოვრება და ჩემი ქმედებები“, - ხაზი გაუსვა მამა ნიკოლოზმა.
„ომის რომ მეშინოდეს, ახლა არ ვიქნებოდი მამა ვიტალისთან და არ მექნებოდა ახალ მრევლთან ამ მშვენიერი ურთიერთობის გამოცდილება, აგრეთვე ჩვენ ხალხს აქ, ლისაბონში სარგებელი არ ექნებოდა. ვიქნებოდი კიევში და ვიღელვებდი ახალი ამბების კითხვისას“, - დაწერა მღვდელმა.
დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება პანიკისა და შიშის აყოლა, რომლებიც ხელს უშლიან ცხოვრებასა და მუშაობაში. „თუ შეგვეშინდება, შიშისგან პარალიზებულები ვიქნებით და კარგს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ცხოვრება მიდის და უკვე დღესვე, ახლავე უნდა ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ, შევქმნათ აწმყო და მომავალი. თქვენი მოძღვარი მშვიდი და მტკიცეა. ამიტომ თქვენც მას უნდა მიბაძოთ“, - დაასკვნა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 2022 წლის 13 თებერვალს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს კურთხევით, უმე-ს სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ მსახურება აღასრულა ლისაბონში, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უკრაინულ სამრევლოში.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.