ალექსანდრიის ეკლესიაში უკმაყოფილო არიან ალბანეთის ეკლესიის პოზიციის გამო

2022 წლის 10 თებერვალს ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის კამერუნის მიტროპოლიტმა გრიგორიმ განაცხადა, რომ გაკვირვებულია "უკრაინის საკითხზე" ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის პოზიციით, იუწყება ბერძნული გამოცემა "დოგმა".

არქიეპისკოპოს ანასტასის გამონათქვამების კომენტირებისას იმაზე, რომ მეუ-ს "ავტოკეფალიის" გამო მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილებაა, მიტროპოლიტმა გრიგორიმ დარწმუნებით თქვა, რომ "არავითარი განხეთქილება არ არის".

"მე მაკვირვებს, რომ ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი ყველა პრობლემას უკრაინულს მიაწერს (ანუ, თვლის, რომ მართლმადიდებლობაში განხეთქილება წარმოიშვა მეუ-ს გამო.-რედ.), რუსეთის ნაბიჯის აშკარად დაგმობის გარეშე",- განცვიფრებით აღნიშნა პატრიარქ თეოდორეს წარმომადგენელმა.

ის თვლის, რომ არქიეპისკოპოსი ანასტასი თავისი მოსაზრებით ათანასწორებს ალექსანდრიის საპატრიარქოს და მის გრძელ გზას რუსულ ეკლესიასთან, და აღნიშნავს, რომ მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ალბანეთის ეკლესიის წარმომადგენელს "თითქოს არ სურს გააღიზიანოს ჭირვეული ბავშვი, როდესაც მიუთითებს მას შეცდომაზე".

"ეს არის ორი საზომი და ორი წონა",- თქვა მან, და ამით  ცხადყო, რომ არ შეიძლება ალექსანდრიის საპატრიარქოსა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შედარება.

ადრე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის იერარქმა თქვა, რმე-ს როგორ ჩამოართმევენ ავტოკეფალიას.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.