რომის პაპმა პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრა დააანონსა

რომის პაპი. ფოტო: romfea.gr

რომის კათოლიკური ეკლესიის ახალმა მეთაურმა, პაპმა ლეო XIV-მ, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრისთვის მზადება გამოაცხადა.

„შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან შედგება, ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, - განაცხადა პონტიფიკოსმა 2025 წლის 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საუბარია შეხვედრაზე, რომელზეც ადრე შეთანხმდნენ პატრიარქი ბართლომეოსი და გარდაცვლილი პაპი ფრანცისკე. ის 26 მაისს ნიკეაში (მცირე აზია) იყო დაგეგმილი პირველი საეკლესიო კრების (325) 1700 წლისთავთან დაკავშირებით.

ლეო XIV-მ ჯერ არ დააკონკრეტა, შეხვედრა კონკრეტულ თარიღში გაიმართება თუ ორგანიზაციული მიზეზების გამო გადაიდება.

პატრიარქი ბართლომეოსი რომში მომავალ კვირას, 18 მაისს ჩავა, რათა დაესწროს რომის ეკლესიის ახალი მეთაურის ინტრონიზაციას და მასთან ცალკე შეხვედრას გამართავს.

მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ პატრიარქმა ბართლომემ იმედი გამოთქვა, რომ გარდაცვლილი პაპის, ფრანცისკეს მემკვიდრე გააგრძელებდა დიალოგს მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების მიერ აღდგომის ერთობლივად აღნიშვნის შესახებ.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.