არც ერთი წუთი არ გვაქვს მოსვენება: მიხალჩიში 3 წელია იცავენ ტაძარს
6 თებერვალს 3 წელი შესრულდა მიხალჩიში უმე-ს მიძინების თემის სადღეღამისო ლოცვითი დგომის დაწყებიდან, საკუთარ ტაძარში ლოცვის უფლების გამო.
ჩერნოვიცის ოლქის სტოროჟინეცის რაიონის სოფელ მიხალჩის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემში ყვებოდნენ, რომ ისინი სამი წელია იცავენ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს მეუ-ს რეიდერული თავდასხმებისგან, რომლებიც დაიწყო 2019 წლის 6 თებერვალს. უმე-ს მრევლის ლოცვითი დგომა ერთი წუთითაც არ შეჩერებულა, იუწყება უმე-ს მრევლი თავის Facebook-გვერდზე.
ლოცვითი დგომა მიხალჩიში დაიწყო რუსეთის მიწის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრების დღეს. „ამ დღეს სრულდება ჩვენი ტაძრისთვის ლოცვითი დგომის სამი წელი. სადღეღამისო მორიგეობის სამი წელი, სამი წელია ეკლესია ერთი წუთითაც არ დარჩენილა მეთვაყურეობის გარეშე. დევნის, თავდასხმების, უამრავი პროვოკაციის, ტაძრის შეურაცხყოფისა და ეკლესიის კარის მტვრევის სამი წელი“, - ყვებოდნენ უმე-ს თემში.
ამასთან ერთად, მიხალჩის მორწმუნეები აღნიშნავენ, რომ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მოწყალე უფალი იცავს ტაძარს, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი ომოფორი გადააფარა მრევლს. „ბევრი რამ გადაგვხდა ამ ხნის განმავლობაში და ერთადერთი, რაც დღეს გვჭირდება, ეს ჩვენი მიწის წმინდა მოწამეთა და აღმსარებელთა წინაშე მუხლის მოდრეკა და ვედრებაა, რომ მათ ჩვენთვის, ცოდვილთათვის, ჩვენი ტაძრის დასაცავად ილოცონ“, - ყვებოდნენ უმე-ს ერთგული წევრები.
რუსეთის მიწის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრების დღეს უმე-ს მორწმუნეები საერთო ლოცვაზე შეიკრიბნენ და თავიანთ წინამძღვარს, მღვდელ სერგი ცურკანს დღესასწაული მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მეუ-ს მომხრეებმა ტარანით შეამტვრიეს ტაძრის ძველებური კარი; 2020 წელს ასზე მეტმა ჩამოყვანილმა ნიღბიანმა ახლგაზრდამ, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ჯოხებითა და ცრემლსადენი გაზით, კასტეტებითა და სხვა იარაღებით, ნაჯახით შეამტვრიეს ეკლესიის კარიბჭე.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მიხალჩიში მეუ-ს მომხრეები ცდილობდნენ უმე-ს მიძინების ტაძრის დალუქვას.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.