უსახლკაროების კვება მოუწევთ სსა-ს,- ივანო-ფრანკოვოს დევნილი თემი
ივანო-ფრანკოვში უმე-ს თემის ტაძრიდან გამოსახლების შემდეგ, რომელიც განლაგებულია ჩერნოვოლის ქუჩაზე 6 და 6 ბ-ში, ღარიბები და უსახლკაროები აღმოჩნდებიან დახმარების გარეშე. ამაზე მჟკ-ს კორესპოდენტთან ინტერვიუში ტელეფონით ისაუბრა ივანო-ფრანკოვის ეპარქიის პრეს-სამსახურის წამომადგენელმა.
კომუნალურ შენობებში, რომლითაც სარგებლობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემი, მოვიდნენ სასამართლო აღმასრულებლები სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, გაანთავისუფლონ მათ მიერ ადრე დაქირავებული შენობები. ეს გადაწყვეტილება დაადასტურეს ყველა სააპელაციო ინსტანციებში, იუწყება "გალკა". ადრე გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა (Human Rights Committee) დაავალა უკრაინას არ გამოესახლებინა უმე-ს თემი შენობიდან ივანო-ფრანკოვში.
ეპარქიის პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება გამოსახლების შესახებ მათ მიიღეს მხოლოდ პარასკევ ღამით. დასვენების დღეებში მოამზადეს აუცილებელი შუამდგომლობა ყველა შესაძლებელ ინსტანციებში. ჩინოვნიკებმა დოკუმენტები მიიღეს, დაარეგისტრირეს, მაგრამ არ განიხილეს.
საეკლესიო ნივთები მოუწევთ შეინახონ სხვა სამრევლოებში, სახელდობრ, მორწმუნეები ძალიან იმედოვნებენ დახმარებაზე მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრიდან, დაამატეს ეპარქიაში.
დევნილი თემის განსაკუთრებულ აღელვებას იწვევს ის, რომ ახლა სოციალური სამსახური პრაქტიკულად პარალიზებული იქნება.
"ვერსად ვერ დავარიგებთ ტანსაცმელს, წამლებს, ვერც საქველმოქმედო ღონისძიებებს ვერ ჩავატარებთ. ადრე ტაძარში მყოფ უსახლკაროებს ვკვებავდით- ახლა ამის გაკეთება მოგვიწევს სსა-ში (სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციაში)",-ამბობენ მორწმუნეები.
ადრე მჟკ იუწყებოდა, რომ ივანო-ფრანკოვის მერმა უმე-ს თემზე გამარჯვების შესახებ განაცხადა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.