შევჩუკმა მედიას განუცხადა, რომ "რუსეთი ნებისმიერ მომენტში შეიჭრება"
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა, სვიატოსლავ შევჩუკმა ონლაინ პრესკონფერენციაზე "უკრაინა: ეკლესიის გამოცდილება რვაწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს" თქვა, რომ რუსეთის ჯარებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა. ამის შესახებ უბკე-ის საინფორმაციო რესურსი იტყობინება.
შევჩუკის თქმით, უკრაინელები გრძნობენ, რომ თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ესკალაციის ზღვარზე არიან. უფრო მეტიც, ეს ესკალაცია არ არის ყირიმსა და დონბასში განვითარებული მოვლენების გაგრძელება.
„ახლა რაღაც ძალიან განსხვავებული ხდება. რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის სრული ესკალაციის წინაშე ვდგავართ. უკრაინა ამ კონტექსტში არის სხვადასხვა საფრთხეებისა და დაძაბულობის სრული პანორამის მხოლოდ ნაწილი... ეს ნიშნავს, რომ უკრაინის კრიზისი არის კრიზისი არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, ის ეხება მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში ევროპას, ისევე როგორც აშშ-ს და ნატოს წევრ ქვეყნებს“, - ციტირებს რესურსი უნიატების ხელმძღვანელს.
შევჩუკმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მზარდი საფრთხის „ოთხ განზომილებაზე“: სამხედრო, საინფორმაციო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ და საკმაოდ პროგნოზირებულად უწოდა ამ ყველაფერს „ჰიბრიდული ომი“.
გარდა ამისა, უნიატთა ხელმძღვანელმა რაზუმკოვის ცენტრის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე მიუთითა, რომ უკრაინელები ყველაზე მეტად ენდობიან ჯარს, მოხალისეებს და ეკლესიას. მან აღნიშნა, რომ უბკე ადგენს სამოქმედო გეგმას შემოჭრის შემთხვევაში.
„ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მთელი უკრაინული საზოგადოების წინაშე და ვცდილობთ შევადგინოთ ჩვენი გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში არსებობს“, - განაცხადა შევჩუკმა.
მანამდე მჟკ-მ ისაუბრა „პუტინის შემოჭრის“ ირგვლივ არსებულ ისტერიაზე და მასში „პატრიოტული“ აღიარებების როლზე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.