გერმანიაში "სინოდალურმა გზამ" ქალი-მღვდლების ხელდასმას მხარი დაუჭირა
2022 წლის 4 თებერვალს ფრანკფურტში "სინოდალური გზის" მონაწილეებმა ხმა მისცეს დოკუმენტს, რომელიც მოუწოდებს ქალი მღვდლებისთვის ხელდასმას, იუწყება სააგენტო CNA.
დოკუმენტი მიღებულ იქნა 174 ხმით "მომხრე", 30 ხმა "წინააღმდეგ" და 6 თავი შეიკავა "სინოდალური გზის " პლენარული სხდომის დროს, რომელიც აერთიანებს გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსებს, სამღვდელოებას და ერისკაცებს, რომლებიც მიილტვიან საეკლესიო ცხოვრების მოდერნიზაციისკენ.
ხმის მიცემის წინ დებატებში რამდენიმე სპიკერმა გააკრიტიკა ტექსტი, რომელიც წარმოადგენს შემდგომი დისკუსიების განხილვის საფუძველს "სინოდალური გზის" მოსალოდნელ დასრულებამდე 2023 წელს.
კრიტიკოსებს შორის იყვნენ რეგენსბურგის ეპისკოპოსი რუდოლფ ვოდერხოლცერი, ქალი-ფილოსოფოსი, რომელმაც 2021 წელს მიიღო რატცინგერის პრემია ჰანა-ბარბარა გერლ-ფალკოვიცი და ქალი-ღვთისმეტყველი მარიანა შლოსერი.
ხმის მიცემა შედგა მომდევნო დღეს მას შემდეგ, რაც გერმანული ჯგუფის "ახალი დასაწყისის" წევრებმა მოუწოდეს მთელი მსოფლიოს ეპისკოპოსებს გამოვიდნენ "სინოდალური გზის" წინააღმდეგ.
"ქრისტიანობაში შემდეგი დიდი განხეთქილება არც ისე შორსაა. ის ისევ წარმოიშვება გერმანიაში",- თვლიან კათოლიკური ჯგუფის "ახალი დასაწყისის" წევრები.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა მოუწოდა გაუქმდეს დაუქორწინებლობის აღთქმა.
დიდუბის პანთეონში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.