ევროპელი პოლიტიკოსები რომის პაპის დაკრძალვის დროს გადაღებული სელფების გამო გააკრიტიკეს

პოლონელი პოლიტიკოსი სელფს იღებს რომის პაპის დაკრძალვის ფონზე. ფოტო: rmf24.pl

რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ, რომელიც 26 აპრილს ვატიკანში გაიმართა, ევროპის მედიასა და სოციალურ ქსელებში კრიტიკის ტალღა აგორდა ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც დაკრძალვის ცერემონიაზე სელფის გადაღების უფლება მისცეს თავს.

ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზოდერი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაკრძალვაზე მიმავალი ავტოკოლონის წინ გადაღებული სელფი გამოაქვეყნა.

„ახლახან ჩავედი რომში: ახლა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად ავტოკოლონით ვატიკანში მივემგზავრებით გარდაცვლილი პაპის, ფრანცისკის, გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად“, - დაწერა მან ფოტოს ქვემოთ.

ფოტომ მომხმარებლების მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია, რომლებმაც პოლიტიკოსის საქციელი მოვლენისადმი უპატივცემულოდ მიიჩნიეს. გერმანელმა პოლიტიკოსმა მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმაც გამოთქვა ნეგატიური შეხედულებები და თქვა: „დაკრძალვებზე სელფების გადაღება შეუფერებელია. მამის დაკრძალვა ოქტობერფესტი არ არის“.

ვატიკანში ჩასვლის შემდეგ, ზედერმა ფოტოების გამოქვეყნება განაგრძო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პაპი ფრანცისკე ძალიან მოგვენატრება“.

მსგავს სკანდალებში სხვა პოლიტიკოსებიც არიან გახვეული. მაგალითად, პოლონეთის სეიმის სპიკერი, შიმონ გოლოვნი, ასევე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს პაპთან გამოსამშვიდობებელი წირვის დროს ტელეფონით ფოტოების გადაღების გამო.

სოციალური მედიის მომხმარებლები და ზოგიერთი ევროპული მედიასაშუალების ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსების ქცევა ეწინააღმდეგება გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემისა და საეკლესიო ეტიკეტის ძირითად ნორმებს.

ადრე მჟკ-მა დაწერა, რომ პაპის არჩევნების კონკლავის პირველი შეხვედრის თარიღი გახდა ცნობილი.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.