პაპის არჩევნების კონკლავის პირველი სესიის თარიღი გამოცხადდა

რკე-ის კარდინალები. ფოტო: reuters.com

რომის კათოლიკე კარდინალები ეკლესიის ახალი მეთაურის ასარჩევად საიდუმლო კონკლავზე შეიკრიბებიან, რომელიც 7 მაისს დაიწყება. ამის შესახებ „როიტერს“ ვატიკანში მაღალჩინოსანმა განუცხადა.

კონკლავის თარიღი ვატიკანში კარდინალების დახურულ შეხვედრაზე დაინიშნა, რაც პირველი იყო შაბათს პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ. ოფიციალური განცხადება მალე არის მოსალოდნელი.

კონკლავში მონაწილეობის უფლება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ დაახლოებით 135 კარდინალს, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. სწორედ მათ მოუწევთ კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევა, რომელსაც დაახლოებით 1.4 მილიარდი მორწმუნე ჰყავს.

წინა ორი კონკლავი, 2005 და 2013 წლებში, ორ დღეში დასრულდა.

მჟკ-მა დაწერა, რომ ვატიკანმა ახალი პაპის არჩევნებისთვის მოსამზადებლად სიქსტის კაპელა დახურა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.