პ. კლიმკინი: ლავრაში პროვოკაციის შედეგად მოსალოდნელია რუსეთის თავდასხმა
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი. ფოტო: eurointegration.com.ua
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა (2014-2019) პაველ კლიმკინმა European Pravda-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი კიევში ეკლესიის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს, რათა მისი აგრესიის საბაბი შექმნას.
„მაგრამ ამისთვის (კიევზე თავდასხმა - რედ.) რომ მოხდეს, კიევში ფართომასშტაბიანი პროვოკაციაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ - მაგალითად, თავდასხმა ლავრაზე ან რუსეთის მოქალაქეებზე მსვლელობისას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სცენარები შემუშავებულია. კრემლი კარგად მუშაობს სცენარისტებთან“, - თქვა კლიმკინმა.
როდესაც პაველ კლიმკინი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ის გამოდიოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ და ასევე განაცხადა, რომ ის იყო მეუ-ს შექმნის იდეის მთავარი ინიციატორიდა არა პეტრო პოროშენკო.
მჟკ წერდა რადიკალების მიერ კიევ-პეჩერსკის ლავრაზე მუქარის შესახებ.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.