სერბეთის პატრიარქი პორფირი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან
სერბეთის პატრიარქი პორფირი. ფოტო: jesus-portal.ru
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი პორფირი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, რომლის დიაგნოზიც ორი კვირის წინ დაუდგინდა. ამის შესახებ სოკ-ის პირველმა იერარქმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„მადლობას ვუხდი ქრისტესმიერ მამებს, ძმებსა და დებს, რომლებიც ლოცულობდნენ და ზრუნავდნენ ჩვენს სწრაფ გამოჯანმრთელებაზე. ღმერთმა განკურნოს ყველა ავადმყოფი და გააძლიეროს ყველა, ვინც მათ კურნავს, ყველას მშვიდობა და სიხარული მიანიჭოს სულიწმიდამ, შევიკრიბოთ ბერი საბას ეკლესიაში მისი წმიდა ხსენების დღეს, 27 იანვარს, საზეიმოდ პატივი მივაგოთ ჩვენს პირველ მთავარეპისკოპოსს და განმანათლებელს“, - წერს სერბეთის ეკლესიის წინამძღვარი.
მანამდე პატრიარქმა პორფირიმ განაცხადა, რომ ზიარების დროს ვირუსი არ გადადის.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.