უსიკი ქორწინებაზე: ღვთის წინაშე ჯვარი დავიწერეთ, სხვაგვარად ვერ ვცხონდებით

ალექსანდრე უსიკი მაშა ეფროსინინას საავტორო გადაცემაში «Экзамен». ფოტო: скриншот видео Youtube-канала Маша Ефросинина
მსოფლიოში ცნობილი მოკრივე ალექსანდრე უსიკი მაშა ეფროსინინას საავტორო პროგრამაში «Экзамен» მის YouTube-არხზე ყვებოდა, რომ ღვთის წინაშე ჯვრისწერა მას აუცილებლად მიაჩნია.
„ეკატერინეს (უსიკის მეუღლე, - რედ.) თავიდანვე ვუთხარი: შენ ჩემი ცოლი იქნები! ასეც მოხდა“, - აღიარა სპორტსმენმა.
თუმცა უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულები არიან, მეუღლეებმა მხოლოდ წლინახევრის წინ გადაწყვიტეს ჯვრისწერა. ალექსანდრე უსიკის სიტყვებით, მეუღლემ გრძნობების დროში გამოცდა შესთავაზა. ალექსანდრე უსიკის სიტყვებით, ქორწინება ჯვრისწერის გარეშე სპორტსმენისთვის სერიუზული გამოცდა იყო. მაგრამ ის მზად იყო დალოდებოდა, სანამ ცოლი დათანხმდებოდა ჯვრისწერის საიდუმლოში მონაწილეობას.
„მე ვუთხარი, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც შენ „ჰო-ს“ იტყვი, ჩვენ ჯვარს დავიწერთ. ჯვრისწერა და ქორწილის გადახდა, მეგობრების მოწვევა ქორწინების მეათე წელს გვინდოდა“, - იხსენებს მოკრივე.
მაგრამ ჯვრისწერა სულ სხვა სცენარით წარიმართა.
„წავედით ჯვრისწერაზე, არავინ არ იყო. არავინ არ იცოდა. ესწრებოდა მოძღვარი, ვინც ჯვარი დაგვწერა, მე, კატია და ჩვენი ოჯახის მეგობარი“, - ყვებოდა ჩემპიონი.
წამყვანის კითხვაზე, რა წესებს იცავს ალექსანდრე ჯვრისწერის მერე, სპორტსმენმა უპასუხა:
„ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, რა წესები? ღვთის წინაშე აღვასრულეთ ქორწინება, თუ მე ვერ ვცხონდი, ისიც ვერ ცხონდება“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილი მოკრივე ალექსანდრე უსიკი უმე-ს მრევლშია.
მანამდე მჟკ ყვებოდა ალექსანდრე უსიკის შეხედულებებზე ბავშვთა მართლამდიდებლური აღზრდის შესახებ.
წაიკითხეთ ასევე
იორდანიაში დაკრძალვის ცერემონიისას ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები ეკლესიაში მანქანით მივიდნენ, ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საბერძნეთში წმინდა ნექტარიოს ეგინელიზე ფილმს გადაიღებენ
სერიალს გადაიღებს კინოსტუდია „წმინდა მაქსიმე ბერძენი“.
დღეს იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება
გადმოცემის მიხედვით, ეს წმინდა ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მე-15 წელს თვით წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა გეთსიმანიაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხალთის ეპარქიაში წირვას აღავლენს
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოციქულ ფილიპეს მოიხსენიებს
იერუსალიმის ეკლესიის დევნის დროს სამარიაში იქადაგა ქრისტეს სჯული, სადაც მრავალი ადამიანი მოაქცია და მოინათლა.
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.