პატრიარქმა თეოდორემ რმე-ის თაობაზე სინას მონასტრის იღუმენთან დაიჩივლა
მთავარეპისკოპოსი დამიანე და პატრიარქი თეოდორე. ფოტო: patriarchateofalexandria.com
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში შედგა ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორე II-ს და სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრის იღუმენის, სინას ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის (იერუსალიმის საპატრიარქოს შემადგენლობაში) წინამძღოლის, არქიეპისკოპოს დამიანეს შეხვედრა, იუწყება ალექსანდრიის საპატრიარქოს საიტი.
„პატრიარქმა თეოდორემ სინას არქიეპისკოპოსს მიაწოდა ინფორმაცია აფრიკაში რუსეთის საპატრიარქოს ეკზარქატის შექმნის საკითხის შესახებ, რომელიც წარმოიშვა რამდენიმე კვირის წინ, ფაქტზე, რომელიც წინა კვირას საპატრიარქომ შეაფასა როგორც „შეჭრა“, - წერს ალექსანდრიის ეკლესიის საიტი.
არქიეპისკოპოს დამიანეს რაღაც საპასუხო რეაქციის შესახებ ინფორმაცია არ არის.
ადრე ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი თეოდორე II ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებში გააგზავნის ცალკეულ დელეგაციებს წინამძღოლთა შეხვედრაზე მოწვევისა და თავიანთი პოზიციების განმარტების მიზნით/
მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის ეკლესიამ დაადანაშაულა რმე.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.