ლგბტ-ს მხარდამჭერი რესტორანი არ მოემსახურება აბორტის მოწინააღმდეგეებს
რესტორანი Busboys&Poets ვაშინგტონში. ფოტო: Википедия
აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, რესტორნის მფლობელებმა გააუქმეს აბორტის საწინააღმდეგო ღონისძიების ჯავშანი, იმ მოტივით, რომ ღონისძიება თავისი შინაარსიდან გამომდინარე "სხვის უფლებებს არღვევს", წერს გამოცემა CNA.
დაჯგუფებამ ,,დემოკრატები ამერიკის ცხოვრებისთვის’’ დაგეგმეს ღონისძიება K-სტრიტზე 21 იანვარს, რესტორნისა და წიგნის მაღაზიათა ქსელის Busboys and Poets-ის სახლში, რომელიც ემთხვევა 49-ე ყოველწლიურ მარშს სიცოცხლისთვის. „როდესაც ჩვენმა გუნდმა გააცნობიერა ღონისძიების არსი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი გაუქმების შესახებ და ღონისძიების ორგანიზატორს ყველა დეპოზიტი დაუბრუნდა“, განუცხადა CNA-ს Busboys and Poets-ის მენეჯერმა. ქსელი "მიესალმება იმ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებებს", მაგრამ "მტკიცედ რჩება იმ აზრზე, რომ ქალებს აქვთ უფლება მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით" და აბორტთან ბრძოლას მიიჩნევენ "ადამიანის უფლებათა დარღვევად.’’
ღონისძიების წესები, რომელსაც ქსელი განათავსებს თავის ვებსაიტზე, არ აღნიშნავს ღონისძიებებზე შეზღუდვებს მათი ბუნების ან შინაარსის გამო. ამასთან, დაწესებულების მფლობელების შეხედულებები არ არის საიდუმლო: მაგალითად, 2021 წლის ივნისში მათ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს ფოტოსურათი ლგბტ პრაიდის მხარდასაჭერად.
ჯეს მიტი, ნაციონალური კომუნიკაციების დირექტორი ,,დემოკრატები ამერიკის ცხოვრებისთვის’’, იმედოვნებს, რომ საქმე აბორტის საწინააღმდეგო ყველა აქტივისტის ყურადღების ცენტრში იქნება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.
”ამერიკელებმა, რომლებიც გამოდიან სიცოცხლის დასაცავად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს გაუქმება, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა”, - თქვა ჯეს მიტმა. „აბორტი არის ადამიანის უფლებათა საკითხი, რომელიც არ შეიძლება შემოიფარგლოს ერთი პოლიტიკური პარტიით. ჩვენ გვჭირდება ორპარტიული მხარდაჭერა და ორპარტიული ძალისხმევა კონსერვატორების, ლიბერალების და ყველასგან, ვინც მატ შორის არის“.
მჟკ წერდა, რომ შეერთებულ შტატებში აბორტის აკრძალვის მხარდასაჭერი მარშები დააანონსეს.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.