შეთხზული ტყუილი - ამსტერდამი მიტროპოლიტ არსენის წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ
მიტროპოლიტი არსენი. ფოტო: Святогорская лавра
სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი ცხრა თვის განმავლობაში იმყოფება უკრაინის ციხეში ხელისუფლების მიერ შეთხზული ბრალდებების საფუძველზე საშინელ პირობებში. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების წარმომადგენელმა საერთაშორისო ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა თურქული არხის TRT-ის ეთერში განაცხადა.
წამყვანის შეკითხვების საპასუხოდ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლების დაკავების შესახებ, თითქოსდა უკრაინული ჯარების პოზიციების ღალატისთვის და რუსებისთვის იარაღის შესანახად, უფლებადამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „შეთხზული ტყუილი“.
"იცით, ბრუკლინის ჟარგონზე უფრო მძაფრ გამონათქვამებს გამოვიყენებდი. ზუსტად ვიცი, რომელ შემთხვევაზეა საუბარი - მიტროპოლიტი არსენი, ადამიანი, რომელსაც კუჭი ამოჭრილი აქვს, რომელიც ცხრა თვეა უკრაინის ციხეში საშინელ პირობებშია. და იცით, რა გააკეთა? ქადაგების დროს ის აღშფოთებული იყო, რომ პოლიცია მრევლს არ უშვებდა ეკლესიაში’’.
მან აღნიშნა, რომ ეპისკოპოსი ცხრა თვეა გაუსაძლის პირობებში იმყოფება, რადგან ხელისუფლებამ ეს ბრალდებები შეთხზა.
”რასაც ისინი აკეთებენ მღვდლების მიმართ, უბრალოდ ამაზრზენია”, - თქვა ადვოკატმა.
როგორც მჟკ წერდა, რობერტ ამსტერდამი თვლის, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში წმინდანთა ნაწილების შეწუხება მკრეხელობაა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.