პატრიარქმა ბართლომეოსმა ერდოღანთან ერთად მუსულმანურ იფთარზე ივახშმა
ერდოღანი და პატრიარქი ბართლომეოსი იფტარზე. ფოტო: Orthodox times
2025 წლის 27 მარტს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ჩავიდა ბეშტეპეს პრეზიდენტის სასახლეში ორგანიზებულ იფტარში (საღამოს მარხვა რამადანის დროს), წერს Orthodox Times.
ვახშამი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომალის პრეზიდენტის, ჰასან შეიხ მაჰმუდის პატივსაცემად გაიმართა.
განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მსოფლიო პატრიარქი პრეზიდენტ ერდოღანის მარცხნივ იჯდა, რაც ღონისძიების ოფიციალურ ფოტოებზეა აღბეჭდილი.
ვახშამს ოცდაათამდე გამორჩეული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის თურქეთის მაღალჩინოსნები: ეროვნული თავდაცვის, შინაგან საქმეთა, კულტურისა და ტურიზმის მინისტრები, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რელიგიის საკითხთა პრეზიდენტი.
პატრიარქმა ბართლომეოსმა პრეზიდენტ ერდოღანთან პირადი, გულითადი საუბარი გამართა, რომლის დროსაც მან ისაუბრა მსოფლიო საპატრიარქოსა და თურქეთის ბერძენი მართლმადიდებლური თემის შესახებ. პრეზიდენტი ერდოღანი ყურადღებით ისმენდა და დაინტერესდა განხილული საკითხებით.
მანამდე მჟკ დაწერა, რომ თურქეთი პატრიარქ ბართლომეოსგან ხელმოწერის ახსნა-განმარტებას ითხოვდა „მშვიდობის სამიტის“ კომუნიკეზე, რის შემდეგაც პატრიარქმა ის უკან გამოითხოვა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.