ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდლებს რმე-ში გადასვლა უნდა,-ღვთისმეტყველი

მღვდელმსახური გიორგი მაქსიმოვი. ფოტო: pravoslavie.ru

ალექსანდრიის საპატრიარქოს თითქმის ნახევარ კლირიკს სურვილი აქვს გადავიდნენ რუსულ მარლმადიდებელ ეკლესიაში ბერძენი პატრიარქების მხრიდან აფრიკელი მართლმადიდებლების საჭიროებების იგნორირებისა და ელინიზმის დანერგვის გამო. ამაზე ისაუბრა ღვთისმეტყველების კანდიდატმა, რმე-ს სინოდალური კრებათაშორისი წარმომადგენლობის წევრმა, პრესვიტერმა გიორგი მაქსიმოვმა რუსული მართლმადიდებელი უნივერსიტეტის "კრაპივენსკი 4"-ის სალექტოროში, იუწყება "ცენტრ ქრიზმას" ტელეგრამ-არხი.

მღვდელმსახური თვლის, რომ რუსული ეკლესიის ყოფნა აფრიკულ კონტინენტზე დაეხმარება ადგილობრივი მართლმადიდებლობის განვითარებას და ადრე წარმოქმნილი განხეთქილებების განკურნებას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ძალისხმევა და საშუალება. მამა გიორგი პროგნოზირებს, რომ ეს გაგრძელდება არაერთი წელი.

ადრე ალექსანდრიის საპატრიარქოში გადაწყვიტეს 6 ახალი ეპისკოპოსის ხელდასმა, რომელთაგან 5-ბერძენია.

როგორც მჟკ იუწყებოდა, რმე-ში წარმოიქმნა აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსო და გადაწყდა მიეღოთ ალექსანდრიის საპატრიარქოს აფრიკის რვა ქვეყნის 102 მღვდელმსახური, რომლებიც უშედეგოდ თხოვდნენ თავიანთ ეპისკოპოსებს არ ეღიარებინათ მეუ და არ შესულიყვნენ სქიზმატიკოსებთან ურთიერთობაში.

მოგვიანებით ალექსანდრიის ეკლესიამ "მწუხარება" გამოთქვა საეგზარქოსოს შექმნის გამო, ხოლო ფანარიონმა დააიმედა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაამყაროს კანონიკური წესრიგი აფრიკაში.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.