კიევში დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა პროტესტანტი და მისი ქალიშვილი
კიევში დაღუპული პროტესტანტული ოჯახი. ფოტო: Диана Дудченко
2022 წლის 23 მარტის ღამეს კიევში რუსული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა პროტესტანტული თემის „ემანუელის ეკლესიის“ წევრი ალექსანდრე გარანსკი და მისი ხუთი წლის ქალიშვილი ნიკოლი, იუწყება ,,სლოვა პრო სლოვო’’.
ოჯახიდან მხოლოდ დედა, ალექსანდრა გადარჩა. ის აფეთქებამ ინერციით გადააგდო და ახლა ექიმები რეანიმაციაში მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან.
გამოცემის თანახმად, ოჯახი კიევში 2022 წელს ჩავიდა ზაპორიჟიის რეგიონის სოფელ ორეხოვოდან, ფრონტის ხაზიდან, ომს გამოექცნენ. ალექსანდრე და ალექსანდრა აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოების ცხოვრებაში და ცხოვრობდნენ ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ სახლში.
მჟკ-მა დაწერა, რომ გრიშინოში რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა უმე-ის ეკლესიის ორი სტიქაროსანი.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.