დუმენკო: მეუ-ში გადასასვლელად აუცილებელია მთავრობისა და პოლიციის დახმარება

«მიტროპოლიტი» ეპიფანე დუმენკო. ფოტო: rbc.ua

მეუ-ს მეთაურმა ეპიფანე დუმენკომ განაცხადა, რომ თემთა განხეთქილების სტრუქტურაში  გადასასვლელად გვერდს ვერ აუვლით უკრაინული ხელისუფლებისა და პოლიციის მხარდაჭერას, აგრეთვე აუცილებელია სასამართლოს რეფორმის ჩატარება, იუწყება «РБК-Украина».

 „ჩვენ არ გვჭირდება უკრაინული ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ღია დახმარება, მაგრამ ამ პროცესის მხარდაჭერა კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, - თქვა მან.

 „მიტროპოლიტი“ ეპიფანე უკმაყოფილოა, რომ დღესდღეობით ეს მხარდაჭერა ძალზე მცირეა.

 „მაგალითად, რაც შეეხება პოლიციას, რომელსაც ხანდახან არ სურს უშუალო მონაწილეობა, თემის კანონიერი უფლებების დაცვა, ამ  პროცესებში გარკვევა, ზოგჯერ კი მას თითქოს სურს ღიად დაიცვას მოსკოვის მომხრეთა  ინტერესები „, - განაცხადა მეუ-ს მეთაურმა.

მისი სიტყვებით, ქვეყანას ჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც  „გადასვლათა ახალ ტალღას“ წარმოქმნის.

 „სასამართლოს რეფორმა სრულად უნდა დაინერგოს, რომ სასამართლო პატიოსანი იყოს. იმიტომ რომ არსებობენ თემები, რომლებმაც უკვე რამდენიმე წრე გაიარეს:  მათ საქმეებს დაბალ ინსტანციებში აბრუნებენ, შემდეგ კვლავ და კვლავ, ერთი და იგივე ... არსებობენ თემები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთ ტაძრებში შესვლა, მიუხედავად ყველანაირი სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, მაგრამ მათ შესაბამისი მხარდაჭერა არ აქვთ. თუ ყველა სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული იქნება, სიტუაცია გამოსწორდება და გადაასვლათა შემდეგი ტალღა დაიწყება“, - ოცნებობს ეპიფანე დუმენკო.

მანამდე მჟკ დუმენკოს განცხადების შესახებ წერდა, რომ  თემთა გადასვლის საკითხებში მეუ „თითქმის 100%“ იგებს სასამართლოებს.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.