რომის პაპს ხელოვნური ვენტილაცია ჩაუტარდა, ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში
რომის პაპი ფრანცისკე. ფოტო: X
რომის პაპმა ფრანცისკემ 2025 წლის 28 თებერვალს დილით განიცადა ბრონქოსპაზმის იზოლირებული შეტევა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას სასწრაფოდ გაუკეთეს ასპირაცია და მოათავსეს არაინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციაზე. ამის შესახებ ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის ანგარიშში.
„დღეს შუადღისას, წმინდა მამამ, სასუნთქი გზების ფიზიოთერაპიის შემდეგ, სამლოცველოში ლოცვით მონაცვლეობით, განიცადა ბრონქოსპაზმის იზოლირებული შეტევა, რამაც გამოიწვია ღებინება და სასუნთქი გზების მდგომარეობის უეცარი გაუარესება.
წმინდა მამას მაშინვე გაუკეთეს ასპირაცია და დაიწყო არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია. თერაპიულ პროცესში წმინდა მამა ყოველთვის ფხიზლად და ყურადღებით იყო. ამიტომ, პროგნოზისგან კერჯერობით თავს შევიკავებთ. ”მან დილით მიიღო ზიარება”, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ახლა პონტიფიკოსის კლინიკური მდგომარეობის შეფასებას 24-48 საათი დასჭირდება. მიღებული მონაცემებით, არაინვაზიური ხელოვნური ვენტილაციის წყალობით, გაზის გაცვლის კურსი კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა.
როგორც მჟკ წერს, რომის პაპი თოთხმეტი დღეა პოლიკლინიკაში Gemelli გადის მკურნალობას. 23 თებერვალს ვატიკანმა განაცხადა, რომ რომის პაპი ფრანცისკე კრიტიკულ მდგომარეობაშია, სისხლის ანალიზმა აჩვენა თირკმელების ადრეული უკმარისობა.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.