საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ემე-ის სინოდის სხდომაში

პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და მთავარეპისკოპოსი იერონიმი. ფოტო: romfea.gr

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი სინოდალურ სასახლეში განათლებისა და რელიგიის მინისტრ ნიკა კერამეოსთან ერთად მივიდა, რათა მონაწილეობა მიეღო საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მუდმივი წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაში, იუწყება Romfei.

პრემიერ-მინისტრს წმინდა სინოდის მთავარი მდივანი, ათენის მთავარეპისკოპოსის ვიკარი ორეოსელი ეპისკოპოსი ფილოთეოსი მიესალმა. შემდეგ მონასტრის შესასვლელთან მიცოტაკისს დახვდა მონასტრის წინამძღვარი ფავმაკოსის მიტროპოლიტი იაკობი. სინოდალური სასახლის შესასვლელთან იგი საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა იერონიმე II-მ მიიღო. მან ასევე გადასცა პრემიერ მინისტრს საეკლესიო მედალი საბერძნეთის რევოლუციის დაწყებიდან 200 წლის აღსანიშნავად.

სინოდის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი იერარქებს - სინოდის წევრებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრისა და მისი უნეტარესობის ერთობლივ განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ვაქცინაცია დაბალია. ასევე აღიარეს კორონავირუსისგან დაცვისა და პრევენციის ღონისძიებების კეთილსინდისიერი დაცვის მნიშვნელობა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საბერძნეთის ეკლესიის სინოდს იმ დახმარებისთვის, რომელიც მთავრობას უწევს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

როგორც მჟკ წერდა, საბერძნეთის ხელისუფლებამ აუკრძალა არავაქცინირებულ მრევლს ტაძრებში შესვლა PCR ტესტის გარეშე.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.