მღვდელი, რომელმაც პაპს ერეტიკოსი უწოდა,ადრე მეუ-ს არაღიარებისკენ მოუწოდებდა
იოანე დიოტისმა გამოხატა პროტესტი პონტიფიკეს საბერძნეთში ვიზიტის გამო. ფოტო: скриншот с YouTube-канала Global News
4 დეკემბერს, პაპ ფრანცისკეს ათენის საარქიეპისკოპოსოში ჩასვლის მომენტში, საბერძნეთის ასაკოვანმა მღვდელმა პროტესტი გამოთქვა პონტიფიკოსის ვიზიტის გამო და სამჯერ ხმამაღლა დაიყვირა: „პაპი ერეტიკოსია!“. პოლიციის თანამშრომლებმა მღვდელი მომენტალურად მოაშორეს. როგორც ადგილობრივი მასმედია იუწყებოდა, ის აღმოჩნდა ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, 90 წლის იოანე დიოტისი.
მამა იოანე ცნობილია თავისი წერილით ადგილობრივი ეკლესიების წმინდა სინოდების მიმართ, რომელიც მან 2019 წელს დაწერა და მოუწოდა არ აღიარონ მეუ. „აწ შეძრწუნდა ჩემი სული“ (იონ. 12:27) მთელ მართლმადიდებლობაში განხეთქილების ღელვის გამო. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, უკრაინის უმწვავესი და მეტად საშიში პრობლემა - არა ეკლესიის ავტოკეფალია, არამედ ეკლესიის განხეთქილებაა. თანამედროვე პირობებში ავტოკეფალია უფრო გაამძაფრებს განხეთქილებას და უამრავ სხვა სახის პრობლემას გამოიწვევს. წინასწარ ვჭვრეტ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს გარდა, მსოფლიო საპატრიარქოსთან განხეთქილებამდე სხვა ავტოკეფალური ეკლესიებიც მივლენ. კიევის საუკუნოვანი საეკლესიო სტატუსი ცალმხრივად ვერ შეიცვლება, არამედ მხოლოდ დაინტერესებულ მხარეთა თანხმობით“, - დაწერა პროტოპრესვიტერმა იოანე დიოტისმა.
ათენის პოლიციის ძალადობრივმა ქმედებებმა 4 დეკემბერს, პაპ ფრამცისკესთან შეხვედრის დროს, ვერ ჩააქრეს მოხუცი მღვდელმსახურის სული. პოლიციელების მიერ ძალით გამოყვანილი და მიწაზე დაცემული, იოანე დიოტისი წამოდგა და გაიმეორა: „პაპი ერეტიკოსია. მან უნდა შეინანოს! მანამდე კი ის არასასურველი სტუმარია საბერძნეთში“.
პროტოპრესვიტერი იოანე კ. დიოტისი დაიბადა 1930 წელს საბერძნეთის სოფელ პალეოკატუნში. ფლოტში მსახურების შემდეგ მან დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. 1957 წლიდან 40 წელზე მეტი მან იმსახურა ათენის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძარში. იოანე დიოტისი არის საბერძნეთში ცნობილი მართლმადიდებლური გაზეთის „ორთოდოქს ტიპოსის“ თანადამფუძნებელი, საეკლესიო და საერო საპატიო ჯილდოების მფლობელი, რომელთა შორის ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა პავლე მიციქულის ორდენია.
როგორც მჟკ იუწყებოდა, საბერძნეთში რომის პაპმა კათოლიკების შეცდომების გამო მართლმადიდებლებს ბოდიში მოუხადა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.