ელადის ღვთისმეტყველმა ადგილობრივ ეკლესიებს უმე-ს დაცვისკენ მოუწოდა
ბერძენი ღვთისმეტყველი დეკანოზი ანასტასიოს გოცოპულოსი. ფოტო: СПЖ
ბერძენმა მღვდელმა და ღვთისმეტყველმა ანასტასიოს გოცოპულოსმა მჟკ-ს ბერძნულ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში „უკრაინის ავტოკეფალიამ“ მარცხი განიცადა“ მოუწოდა ადგილობრივ ეკლესიებს, რომ უმე-ს მილიონობით მორწმუნე დაიცვან.
მისი სიტყვებით, სახეთნოპოლიტიკის სტატისტიკის მიხედვით, რომ მეუ-ში მხოლოდ სამრევლოთა 12% გადავიდა (რაც თავისთავად გადაჭარბებულია) „უეჭველად ამტკიცებს, რომ ავტოკეფალიის მოთხოვნა უკრაინის ღვთის ხალხისგან (სამღვდელოება, ბერები და მორწმუნეები) კი არ მოდიოდა, არამედ სხვა ცენტრებისგან, რომლებიც სხვა მიზნებს ემსახურებოდნენ“.
„მოვუწოდებთ და ვთხოვთ მართლმადიდებელ ეკლესიათა ხელმძღვანელებს დაივიწყონ ეთნოფილიტიზმი და, მიუხედავად სიტუაციისა, ყველანაირად ეცადონ მხარი დაუჭირონ უკრაინის დევნილ კანონიკურ ეკლესიას და მის მილიონობით მორწმუნეს. შეუძლებელია, რომ ანგლიკანურმა ეკლესიამ პროტესტის ხმა აღიმაღლოს, ხოლო მართლმადიდებელი ლიდერები ჩუმად იყვნენ“, - განაცხადა ღვთისმეტყველმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, პროტოპრესვიტერ ანასტასი გოცოპულოსის აზრით, უკრაინელმა ხალხმა მეუ არ მიიღო, პროექტმა მარცხი განიცადა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.