ბერძენი ღვთისმეტყველი: ხელისუფლების ციფრების მიხედვითაც კი უმე 12%-ზე მეტს არ დაუტოვებია
ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად, მორწმუნეები არ ტოვებენ უმე-ს. ფოტო: СПЖ
ბერძენმა ღვთისმეტყველმა და სასულიერო მწერალმა ანასტასიოს გოცოპულოსმა მჟკ-ს ბერძნულ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში „უკრაინის ავტოკეფალიამ მარცხი განიცადა“ გაანალიზა უმე-ს მეუ-ში გადასვლის უკრაინის ხელისუფლების სტატისტიკა.
მან აღნიშნა, რომ სახეთნოპოლიტიკოსებმა ორი ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადეს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის უმე-დან მეუ-ში 1575 სამრევლო გადავიდა.
მიტროპოლიტ ონოფრეს კანონიკური ეკლესიიდან ეპიფანე დუმენკოს ახალ სტრუქტურაში ეკლესიის სამრევლოების გადასვლების ზუსტი სტატისტიკა - უკრაინის სახეთნოპოლიტიკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით:
- 2018 წელი – 2 სამრევლო,
- 2019 წელი – 319 სამრევლო,
- 2020 წელი – 30 სამრევლო,
- 2021 წელი – 25 სამრევლო,
- 2022 წელი – 496 სამრევლო (ომის დასაწყისი),
- 2023 წელი – 471 სამრევლო,
- 2024 წელი – 232 სამრევლო.
ღვთისმეტყველმა ხაზი გაუსვა, რომ, ხელისუფლების ტენდენციით, უმე-ს სამრევლოთა რიცხვი შემცირებულია, ხოლო მეუ-ს სამრევლოთა რიცხვი - გაზრდილი. ის აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ „სამრევლოთა მოხალისეობრივი გადასვლა იყო ბევრად მცირერიცხოვანი, რადგან არსებობს უამრავი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშებშიც იყო დადასტურებული და ეხებოდა ტაძრებისა და მონასტრების ძალადობრივ მიტაცებებს მათი წევრების სურვილის საწინააღმდეგოდ“.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლების თვალსაზრისს გავიზიარებთ, რომ ეს გადასვლები არ ყოფილა ძალადობრივი, სამრევლოთა რიცხვი 1575, გოცოპულოსის აზრით, ამტიცებს იმას, რომ „ზელენსკის მთავრობა სახეთნოპოლიტიკის საშუალებით აღიარებს, რომ ავტოკეფალიის მინიჭებამ, როგორც ეს 2018-19 წლებში განხორციელდა, მთლიანად მარცხი განიცადა“.
„1575 სამრევლოს „გადასვლათა“ რაოდენობა 12 262 სამრევლოს საერთო რიცხვიდან, რომლებიც 2018 წელს კანონიკური ეკლესიის მორჩილებაში იყვნენ, შეადგენს საეკლესიო იურიდიულ პირთა საერთო რიცხვის სულ 12,8% (მიტროპოლიები, სამრევლოები, მონასტრები, დაწესებულებები და ა.შ.)“, - წერს ბერძენი ღვთისმეტყველი.
მან ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინულმა სახელმწიფო და ნახევრადსახელმწიფო ორგანოებმა და ჯგუფებმა დიდი ზეწოლა განახორციელეს კანონიკურ ავტონომიურ ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ სამრევლოებზე მათი ეპიფანეს სტრუქტურაში გადასვლის მიზნით“.
„როგორც კანონიკურმა ეკლესიამ განაცხადა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს (გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი), ხორციელდება არა მარტო ფსიქოლოგიური ზეწოლა, არამედ ფიზიკური ძალადობაც და დევნისა და დაპატიმრების მუქარები ეპისკოპოსების, მღვდლების, ჟურნალისტებისა და მორწმუნეთა მისამართით“, - წერს მღვდელი. ის აღნიშნავს, რომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინა რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება.
„ზელენსკის მთავრობის, ეპიფანეს საეკლესიო სტრუქტურისა და მისი მომხრეების პროპაგანდა კანონიკურ ეკლესიას და მის ხელმძღვანელობას სისტემატურად ცილს სწამებს რუსეთის აგენტობასა და უკრაინის ღალატში, მიუხედავად იმისა, რომ კიევის მიტროპოლიტმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა უკრაინის კანონიკურმა ეკლესიამ კრებაზე არა ერთხელ ცალსახად დაგმო რუსეთის შეჭრა და ყველანაირად მხარს უჭერს უკრაინის ჯარს. მიუხედავად ყველა ამ ზეწოლისა, ცილისწამებისა, ძალადობისა, დევნისა, კანონიკური ეკლესიის დიდი უმრავლესობა (87%) რჩება თავისი ტრადიციული ეკლესიის ერთგული“, - ხაზი გაუსვა პროტოპრესვიტერმა ანასტასიოსმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, ბერძენი ღვთისმეტყველის აზრით, ომმა დაამტკიცა: სამრევლოების მეუ-ში გადასვლას მოსკოვი ხელს არ უშლის.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.