ბაიდენის ადმინისტრაცია ნეპალში ათეიზმს აფინანსებდა, - მედია
ნეპალის ელჩი აშშ-ში შრიდარ ხათრი და ჯო ბაიდენი. ფოტო: nepalminute.com
ბაიდენის ადმინისტრაციამ 500,000 აშშ დოლარის გრანტი გადასცა ჰუმანისტთა საერთაშორისო ორგანიზაციას ნეპალში ათეიზმის გასაძლიერებლად.
რესპუბლიკელმა ბრაიან მასტმა თქვა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს ნახევარმილიონდოლარიან პროგრამას ნეპალში ათეიზმის გასავრცელებლად.
მისი თქმით, გრანტი მიზნად ისახავდა რელიგიური თავისუფლების კონცეფციის დამახინჯებას და ათეისტური იდეების დანერგვას ამ ქვეყანაში.
აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა დაიწყო გამოძიება Humanists International-ის საქმიანობაზე. პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკკოლმა ორგანიზაციას სასამართლოს ცნობა გადასცა.
მან გამოთქვა შეშფოთება, რომ გრანტი დაეხმარა ათეიზმის პოპულარიზაციას და ათეისტური ქსელების გაფართოებას საზღვარგარეთ, ხოლო იგნორირება გაუკეთა ქრისტიან და მუსულმანურ უმცირესობებს, რომლებიც რეალურ დევნას განიცდიან სამხრეთ აზიის ნაწილებში.
მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ ტრამპს მოუწოდეს, გაეყინა რელიგიური თავისუფლების პროექტების დაფინანსება.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.