კიევის მაიდანზე ებრაული მენორა დამონტაჟდება
მენორა. ფოტო: gloss.ua
უკრაინის ებრაული თემების ფედერაცია (უეთფ) კიევის ცენტრში, უკრაინის დამოუკიდებლობის მოედანზე მთავარი ფოსტის მხარეს, ხანუქას აღსანიშნავად ყველაზე დიდ მენორას დადგამს, იტყობინება kyivcity.gov.ua.
უეთფ (უკრაინის ებრაული თემების ფედერაცია)-მ აღნიშნა, რომ კიევი შეუერთდება მსოფლიოს სხვა ქალაქებს, სადაც მენორები დამონტაჟებულია ცენტრალურ მოედნებზე.
„ხანუქა, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, არის დღესასწაული, რომელიც სიმბოლოა სიბნელეზე სინათლის გამარჯვებისა, სიწმინდისა და გულწრფელობისა, სულიერების გამარჯვება მატერიალიზმზე. წელს კი კიევი უერთდება მსოფლიოს დიდ ქალაქებს - როგორიცაა პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი და სხვა, სადაც მთავარ ცენტრალურ მოედნებზე მენორებია დამონტაჟებული. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინის დედაქალაქის კიევის ასეთი პროექტის მხარდაჭერისთვის, ”- იტყობინება უეთფ და დასძინა, რომ მენორაში პირველი სანთელი აინთება 28 ნოემბერს საღამოს.
როგორც მჟკ მანამდე წერდა, კიევში ასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე COVID-ის სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.