რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ დააწესონ აღდგომის აღნიშვნის ერთიანი თარიღი
პაპი ფრანცისკე და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: britannica.com
რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ქრისტიანებს, რომ შემოიღონ აღდგომის აღნიშვნის ერთიანი თარიღი. ამის შესახებ მან ისაუბრა ქადაგებისას 2025 წლის 25 იანვარს, იუწყება Vatican News.
„მოდით ხელახლა მივუბრუნდეთ ჩვენი რწმენის საერთო ფესვებს. შევინარჩუნოთ ერთობა!“ - მიმართა პონტიფიკოსმა მრევლს.
პაპმა ფრანცისკემ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ წელს სრულდება 1700 წელი ნიკეის კრებიდან, რომელიც დიდი მსოფლიო კრებებიდან იყო პირველი და რომლის დროსაც ნიკეის მრწამსი იყო მიღებული.
პაპმა დაამატა, რომ ეს დოკუმენტი „საერთო აღიარებაა რწმენისა, რომელიც აღემატება ყველა იმ გაყოფას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გლეჯდნენ ქრისტეს სხეულს“.
პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ეს თარიღი „საშუალებაა ყველა ქრისტიანისთვის, ვინც აღიარებს მრწამსს და ვისაც იგივე ღმერთის რწმენა აქვს“, რომ „გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას წინ“ და აღდგომის თარიღის უნიფიცირება მოახდინოს.
გარდა ამისა, ვატიკანის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2025 წელს იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის თარიღი ემთხვევა იულიანური და გრიგორიანული კალენდრებით.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ აღდგომის აღნიშვნას რკე-სთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთობისთვის.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.