ტრამპმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა ეპისკოპოს-ქალბატონისგან, რომელიც „ლგბტ-ბავშვების“ შესახებ მსჯელობდა
მარიან ბუდე (მარცხნივ) გეი პრაიდის აღლუმზე. ფოტო: Фейсбук Будде
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოცქსელში Truth social ემოციური კომენტარი გააკეთა ვაშინგტონის ეპისკოპოსის მარიან ბუდეს ქადაგებაზე, რომელიც მოუწოდებდა მას წყალობა გამოიჩინოს გეი, ტრანსგენდერ-ბავშვებისა და აგრეთვე არალეგალური მიგრანტების მიმართ.
„ეგრეთწოდებული ეპისკოპოსი, რომელიც გამოვიდა სამშაბათს დილით ნაციონალურ ლოცვით მსახურებაზე, აღმოჩნდა ის, ვისაც სასტიკად სძულს ტრამპი და რადიკალურად მემარცხენე შეხედულებები აქვს. მან სრულიად უღირსი მეთოდებით ჩაითრია თავისი ეკლესია პოლიტიკურ თამაშებში. მისი ტონი ამაზრზენი იყო, ხოლო სიტყვა - არადამაჯერებელი და უაზრო“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი სიტყვებით, ბუდეს „არ უხსენებია არალეგალ მიგრანტთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ, შემდეგ კი კლავდნენ ადამიანებს“. მან აღნიშნა, რომ მათ გამო აშშ-ში „დანაშაულებრიობის გიგანტური ტალღაა“.
„გარდა მისი უადგილო განცხდებებისა, თვით მსახურებაც ძალზე მოსაწყენი და არაშთამბეჭდავი იყო. ეს ქალბატონი თავის ადგილზე არ არის! მან და მისმა ეკლესიამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ!“, - დაასრულა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ვაშინგტონის ეპისკოპოსმა მარიან ბუდემ, რომელიც საეპისკოპოსო ანგლიკანურ ეკლესიას წარმოადგენს, ქადაგებაში მოუწოდა ტრამპს, რომ მან წყალობა გამოიჩინოს იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავს ჰომოსექსუალებად აიდენტიფიცირებენ, აგრეთვე - ტრანსგენგენდერებადაც.
„დემოკრატთა, რესპუბლიკელთა და უპარტიო ამერიკელთა ოჯახებში არიან გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი-ბავშვები“, - არწმუნებდა დამსწრეებს ეპისკოპოსი და დაამატა, რომ „ზოგიერთ მათგანს შიში აქვს საკუთარი სიცოცხლის გამო“.
მსახურების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსახურებამ და ქადაგებამ მასზე შთაბაჭდილება ვერ მოახდინა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.