ერაყში მიიღეს კანონის შესწორებები, რომლებსაც შეუძლია ბავშვთა ქორწინებების ლეგალიზება

გოგონები ქმრებთან ერთად. ფოტო: snopes.com

2025 წლის 21 იანვარს ერაყის პარლამენტმა მოიწონა სამი სადავო საკითხი, პირადი სტატუსის კანონის შესწორებების ჩათვლით, რომლებიც,  კრიტიკოსთა აზრით, ფაქტიურად აკანონებენ ბავშვთა ქორწინებებს, იუწყება გამომაცემლობა edition.cnn.com.

 შესწორებები აძლიერებენ ისლამური სასამართლოების უფლებამოსილებებს ოჯახურ საკითხებში, ქორწინების, განქორწინებისა და მემკვიდრეობითობის ჩათვლით.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების მინიმალური ასაკი ერაყში 18 წელია, იშვიათი გამონაკლისებებით.

თუმცა ახალი შესწორებები სულიერ ლიდერებს აძლევენ საშუალებას, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ისლამის კანონის მათი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ჯააფარის სკოლის ჩათვლით, რომელიც უშვებს გოგონათა ქორწინებას 9 წლიდან.

ცვლილებათა მომხრეები, ძირითადად კონსერვატორი შიიტი დეპუტატები, ამტკიცებენ, რომ შესწორებების საშუალებით კანონმდებლობა ისლამურ პრინციპებთან მოვა შესაბამისობაში და შეამცირებს დასავლურ  გავლენას ერაყულ კულტურაზე

სამართალდამცავმა ინტისარ ალ-მაიალმა, ერაყელ ქალთა ლიგის წევრმა, განაცხადა: „პირადი სტატუსის კანონის შესწორებათა მიღება კატასტროფულად იმოქმედებს ქალთა და გოგონათა უფლებებზე ადრეული ქორწინებების ლეგალიზების გზით, ის არღვევს მათ ბავშვთა უფლებებს და არღვევს დაცვით მექანიზმებს განქორწინების, მეურვეობის და მემკვიდრეობის  საკითხებში“.

პარლამენტის სხდომა დასრულდა ქაოსით და  ბრალდებებით პროცედურულ  დარღვევებში. ერთ-ერთი ჩინოვნიკის სიტყვებით, დამსწრე დეპუტატთა თითქმის ნახევარს ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიუღია და ამიტომ ქვორუმი არ შედგა. ზოგიერთი დეპუტატი პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამდა, სხვები ტრიბუნაზე ავიდნენ.

პარლამენტის სპიკერი მაჰმუდ ალ-მაშჰადანი მიესალმებოდა კანონთა მიღებას,  რასაც  უწოდა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლიანობის გამყარებაში და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების მოწესრიგებაში“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ერაყში აპირებენ გოგონათა ქორწინების ასაკის დაწევას 9 წლამდე.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.