პოჩაევოს ლავრაში კულტურის სამინისტროს კომისია უკანონო ინვენტარიზაციაში დაადანაშაულეს
წმინდა მიძინების პოჩაევის ლავრა. ფოტო: uk.wikipedia.org
პოჩაევოს მიძინების ლავრის პრეს-სამსახური გამოვიდა განცხადებით, რომელშიც გამოხატა უნდობლობა ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც ინიცირებული იყო კრემენეც-პოჩაევოს სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალის მიერ. ნაკრძალის წერილში ნათქვამია, რომ ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს 2024 წლის 11 დეკემბრიდან 2025 წლის 30 იანვრამდე, მაგრამ ლავრაში ამ ქმედებებს უკანონოდ მიიჩნევენ.
„2003 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მოძრავი ქონების ინვენტარიზაციის ჩატარებას“, - აღნიშნავენ ლავრის წარმომადგენლები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ 2003 წლის მიღება-ჩაბარების აქტით მონასტერს არ გადაეცემა დაზგური და მონუმენტური ხელოვნების ძეგლები, ეკლესიის ნივთების ჩათვლით. ამიტომ ნაკრძალის მოთხოვნებს ისინი უსაფუძვლოდ თვლიან: „საეკლესიო ნივთების ინვენტარიზაცია, რომლებიც არის მიძინების, სამების ტაძრებში და სამონასტრო კელიებში უკანონოდ ითვლება“.
პრეს-სამსახურმა აგრეთვე განაცხადა, რომ წინა შემოწმებისას 2018 წელს გამოყენებული იყო 1967 წლის საინვენტარიზაციო სია, რომელიც მოიცავდა გამოყენებითი ხელოვნების 58 ნივთს. „სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი სამართალმტკიცებითი დოკუმენტები ეკლესიის სხვა ნივთებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლავრაში თვლიან, რომ დავალება ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, რომელიც გაცემულია კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მიერ, არღვევს მის უფლებამოსილებებს და ხაზგასმით ამბობენ, რომ ის მათ ქონებაზე არ ვრცელდება: „ჩვენ საეკლესიო ნივთების თვითნებური და არასამართლებრივი ინვენტარიზაციის ჩატარების წინააღმდეგები ვართ, რომლებიც პოჩაევოს მიძინების ლავრის მფლობელობაშია“.
როგორც მჟკ იუწყებოდა, პოჩაევოს ლავრაში განმარტეს, თუ რატომ არ შეუშვეს კულტურის სამინისტროს კომისია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.