საბერძნეთმა აუკრძალა არავაქცინირებულებს ტაძარში შესვლა PCR ტესტის გარეშე

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. ფოტო: скриншот видео Youtube-канала Ο Πρωθυπουργός.

2021 წლის 22 ნოემბრიდან საბერძნეთის ხელისუფლებამ აუკრძალა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არავაქცინირებულ მორწმუნეებს ეწვიონ საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უარყოფითი PCR ტესტის გარეშე, ნათქვამია ORTHODOXIA INFO ვებსაიტზე, პრემიერ მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებაზე დაყრდნობით.

ამავდროულად, ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ტაძარში კოვიდ ვაქცინაციის ან უარყოფითი ტესტის გარეშე არ შესვლა გათვალისწინებულია საბერძნეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე. მან ასევე აღნიშნა, რომ  ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმწიფო ორგანოების გარდა ბმე-ის სტრუქტურებიც გააკონტროლებენ. „რაც შეეხება საეკლესიო მსახურებას, ვიმეორებ, მორწმუნეებმა, რომლებიც არ აცრილან, უნდა წარადგინონ უარყოფითი ლაბორატორიული ტესტი. ბოლოს და ბოლოს, გასათვალისწინებულია წმიდა სინოდის გადაწყვეტილება, რომელზეც  ზედამხედველობა ახლა მის ორგანოებს და სახელმწიფოს ევალება“, - განაცხადა მიცოტაკისმა.

6 ნოემბერს ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საბერძნეთში აიკრძალა თითქმის ყველა დაწესებულების მონახულება ვაქცინაციის ან PCR ტესტის გარეშე, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქებისა და ტაძრებისა. ამავდროულად, რამდენიმე ბერძენი პოლიტიკოსი ითხოვდა აკრძალვის გავრცელებას ღვთისმსახურებაზე დასწრებაზე.

როგორც მჟკ იტყობინებოდა, ბმე-ის სინოდმა მოუწოდა ხალხს ეკლესიებში მისვლა ვაქცინაციის ან ტესტის ჩაბარების შემდეგ.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.