ბაიდენმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს იულიუსის კალენდრის მიხედვით მიულოცა შობა
ბაიდენი მეუღლესთან ერთად. ფოტო: Slavic Sacramento
7 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობა მიულოცა იულიუსის კალენდრის მიხედვით და მხარდაჭერა გამოუცხადა მშვიდობისთვის ლოცვებში, იუწყება ამერიკის ხმა.
„მე და (პირველი ლედი) ჯილი (ბაიდენი) ვულოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეერთებულ შტატებში და მთელ მსოფლიოში შობას. „ამ წმინდა დღერს ჩვენ ვიხსენებთ იესო ქრისტეს დაბადების სასწაულს და გარდამქმნელ სიყვარულს, რომელიც მან შემოიტანა ჩვენს სამყაროში“, - თქვა ბაიდენმა თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენი გულები არის მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანის გვერდით, რომლებიც ცხოვრობენ ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში“ და აღნიშნა, რომ ყოველი ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და იმსახურებს ღირსეულად და პატივისცემით მოპყრობას. ბაიდენმა დასძინა: ”ჩვენ გლოვობთ ყველა უდანაშაულო მსხვერპლს და ვეწინააღმდეგებით ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფის დევნას და დისკრიმინაციას იმის მიხედვით, თუ ვინ არიან ისინი, რისი სწამთ და როგორ ასრულებენ თავიანთ რწმენას.”
მილოცვის დასასრულს აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მადლიერია მართლმადიდებელი ქრისტიანების ფასდაუდებელი წვლილისთვის“ ქვეყნის ცხოვრებაში და წელს შეუერთდება მათ ლოცვას მშვიდობისთვის.
მჟკ-ს ცნობით, 2023 წლის 28 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარეგისტრირა კანონპროექტი 9431, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში შობის დღესასწაულის გაუქმებას 7 იანვარს. უკრაინელების რიცხვი, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ, დაახლოებით 6 მილიონია.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.