1000 დღე გავიდა მიხალჩას ეკლესიის დასაცავად ლოცვის დაწყებიდან
წმინდა მიძინების სახელობის ტაძარი მიხალჩაში. ფოტო: facebook.com/orthobuk
6 ნოემბერს 1000 დღე სრულდება ჩერნოვიცის ოლქის სოფელ მიხალჩაში მდებარე უმე-ის წმიდა მიძინების სახელობის ტაძრის მრევლის სადღეღამისო ლოცვითი დგომის დაწყებიდან, მთელი ამ დღეების განმავლობაში მორწმუნეები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ღმერთს, იუწყება ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის პრესსამსახური.
„ამ 1000 დღის განმავლობაში სოფელ მიხალჩაში უმე-ის მორწმუნეებმა გაუძლეს მეუ-ს მხრიდან დაცინვას და უხამსობას, ზეწოლას სამსახურში, მოსამართლეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების იგნორირებას, ჯოხების დარტყმას, ცრემლსადენი გაზის შესხურებას, შვილების შეურაცხყოფას და ა.შ. მათმა მრავალსაუკუნოვანმა ტაძარმა ასევე გაუძლო რენოვაციონისტების წინაღობას, მაგრამ ამ 1000 დღემ კარგი ნაყოფი მოუტანა რელიგიურ საზოგადოებას: მორწმუნეები დაუახლოვდნენ ერთმანეთს, უფრო მეგობრულები იყვნენ, როგორც ერთი გული, უფრო მეტად უყვარდათ თავიანთი ტაძარი, უფრო მეტად აფასებდნენ წინაპრებს, რომლებმაც შეინარჩუნედ და გადასცეს მათ ტაძარი და ჩაუნერგეს სიყვარული ტაძრისა და ღმერთის მიმართ“, - ნათქვამია ეპარქიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ეპარქიაში აღნიშნეს, რომ ეკლესიისთვის ლოცვითი დგომა დაიწყო რუსეთის მიწის ახალ მოწამეთა და აღმსარებელთა კრების დღეს, ამიტომ წინაპრების ღვაწლი კვლავ შთააგონებს უმე-ის მორწმუნეებს.
„სოფელ მიხალჩაში უმე-ის მორწმუნეებმა მიიღეს წინაპრების ღვაწლი და უკვე მეორე წელია იცავენ რწმენის სიწმინდეს რენოვაციონისტებისგან (მეუ), რომლებიც უფრო ჰგავს სახელმწიფო პროექტს, ვიდრე რელიგიურ ორგანიზაციას და ხელისუფლებისგან, რომლებიც უგულებელყოფენ მეუ-ს მომხრეების უკანონობას. ასეთი ,,განახლებები’’ იყო ასი წლის წინ, რომელიც გამოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების მოსვლასთან ერთად და მას მხარი დაუჭირა ახალმა მთავრობამ; ისინიც აცდუნებდნენ ხალხს ეღალატათ კანონიკური ეკლესიისთვის. სქიზმატიკოსებს არ დევნიდა ხელისუფლება, ისინი არ დახვრიტეს, არ გაგზავნეს ციმბირში და ციხეებში, როგორც ამას აკეთებდნენ ჭეშმარიტ მორწმუნეებთან. მაგრამ დროთა განმავლობაში, რენოვაციონიზმი, როგორც კანონიკური ეკლესიის წინააღმდეგ პროექტი, უინტერესო გახდა საბჭოთა რეჟიმისთვის და მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. ასი წლის წინ რენოვაციას ასევე მხარი დაუჭირა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ და არ უარყო მათი "საეკლესიო რეფორმები" (ქორწინება საეპისკოპოსოში, ტახტი ეკლესიის შუაგულში, ლოცვები თანამედროვე ენაზე და ა.შ.), გასათვალისწინებელია რა მიზნები აქვს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს“, - დასძინეს ეპარქიაში.
შეგახსენებთ, ტაძრის აღების მცდელობები სოფ. მიხალჩაში მეუ-ს მხრიდან ორ წელზე მეტია გრძელდება. 2019 წელს მეუ-ს მხარდამჭერებმა ეკლესიის უძველესი კარები შეამტვრიეს; 2020 წელს ასზე მეტმა ნიღბიანმა ახალგაზრდამ ჯოხებითა და ცრემლსადენი გაზით, კატეტებითა და სხვა იარაღით გაამტვრია ვესტიბიულის კარები ნაჯახით და ეკლესიაში შევიდა“.
როგორც ადრე მჟკ-მ ადრე დაწერა, სოფ. მიხალჩაში მეუ-ს მხარდამჭერებმა სცადეს უმე-ის ტაძრის დალუქვა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.